საბაუნის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი სამდღიან ტრენინგში მონაწილეობდა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივი ჩართულობის თემატიკაზე მიძღვნილ სამდღიან ტრენინგში, რომელიც Erasmus+ KA2 ინსტიტუციური განვითარების პროექტის „მდგრადი საზოგადოებრივი ჩართულობის უნარის გაძლიერება: საქართველოსა და სიერა ლეონეს შემთხვევები“ ფარგლებში ჩატარდა.
საბაუნის მიერ 8 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტრენინგები 3-5 სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა.
ტრენინგებს უძღვებოდნენ პროექტის რიეიკას უნივერსიტეტის (ხორვატია) პროფესრი, ბოიანა კულუმი და მატეი ბალას უნივერსიტეტის (სლოვაკეთი) სოციალური მუშაობის პროფესორი, ალბერტა გრეგოროვა, რომლებიც მშობლიურ უნივერსიტეტებში საზოგადოებრივი ჩართულობის ღონისძიებებს უშუალოდ ხელმძღვანელობენ.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი