GE

შემოვიღოთ თუ არა საქართველოში ფიქსირებული ფასები წიგნებზე?

მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტები გერმანიიდან და შვეიცარიიდან სემინარი გამომცემლებისა და წიგნით მოვაჭრეთათვის 2013 წლის 22 იანვარს, 10:00-დან 17:00 საათამდე გოეთეს ინსტიტუტში

სამუშაო ენა: გერმ./ქართ.
სემინარში მონაწილეობა შესაძლებელია განაცხადის საფუძველზე.

სემინარს გაუძღვებიან:

ჯესიკა ზენგერი
ადვოკატი და გერმანიის გამომცემელთა და წიგნით მოვაჭრეთა საბირჟო გაერთიანების იურისკონსულტი, მაინის ფრანკფურტი (გერმანია)
და
ტომი ეგერი
წიგნის გამავრცელებელი და ციურიხში წიგნის მაღაზიის თანამეწილე (შვეიცარია)

წიგნებზე გერმანიაში და ევროკავშირის ზოგიერთ სხვა ქვაყანაში (მაგ.: საფრანგეთი, ავსტრია) ფიქსირებული გასაყიდი ფასია შემოღებული, რაც მათ სხვა პროდუქტისგან გამოარჩევს. ამას აქვს საკანონმდებლო საფუძველი წიგნზე ფიქსირებული ფასის კანონის სახით. ის გამომცემლობებს ავალდებულებს ახალ პროდუქციაზე საბოლოო გასაყიდი ფასის დაწესებას, რის შედეგადაც მყიდველი ერსა და იმავე საფასურს იხდის განურჩევლად იმისა, თუ სად და როგორ ყიდულობს მას: პატარა მაღაზიაში, დიდ სუპერმარკეტში, თუ სულაც ინტერნეტით.

წიგნების ამგვარი გამორჩევა სხვა ნაწარმისაგან კულტურის პოლიტიკითაა განპირობებული, კერძოდ კი: კანონმდებელს ფიქსირებული გასაყიდი ფასის შემოღებით სურს უზრუნველყოს წიგნის მრავალფეროვანი ასორტიმენტი და ხელი შეუწყოს მაქსიმალურად ბევრი დამოუკიდებელი წიგნის მაღაზიის არსებობას.

ამ იდეას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომლებიც წიგნზე ფიქსირებული ფასის არსებობას შეჯიბრებითობის პრინციპის დაუშვებელ შეზღუდვად მიიჩნევენ. მათი აზრით, სულაც არაა დამტკიცებული, თითქოს ფიქსირებული ფასი წიგნს, როგორც “კულტურულ მონაპოვარს”, თავისუფალ ბაზარზე მეტად იცავდეს; ის არასასურველ ტვირთად აწვება მყიდველს და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენადაა გაზრდილი ინტერნეტით ვაჭრობა, არ შეესაბამება დღევანდელობის მოთხოვნებს. შვეიცარიაში წიგნზე ფიქსირებული ფასი 2007 წელს გაუქმდა, 2012 წელს კი რეფერენდუმზე, რომელიც მის ხელახალ შემოღებას უკავშირდებოდა, მცირე უპირატესობით ისევ მისმა მოწინააღმდეგეებმა გაიმარჯვეს.

მოუტანს კი ქართულ გამომცემლებსა და წიგნის მაღაზიებს წიგნზე ფიქსირებული ფასის შემოღება სარგებელს? და რა სარგებელს ნახავენ მყიდველები? ამ საკითხებზე იმსჯელებენ ქართველი გამომცემლები და წიგნის გამავრცელებლები სემინარზე ჯესიკა ზენგერსა და ტომ ეგერთან ერთად, რომლებიც გერმანულ-შვეიცარიულ გამოცდილებას გაუზაირებენ მათ.

სემინარის ორგანიზატორები: გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური