SEU-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ბენეფიტები აბიტურიენტებისთვის/სტუდენტებისთვის
როგორც საქართველოში, ისე მსოფლიო შრომის ბაზარზე საბანკო, აუდიტორულ, საინვესტიციო და FinTech კომპანიებში პროფესიონალ ფინანსისტებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. ამასთან ერთად, ტენდენციად იქცა ისიც, რომ ბიზნესის სექტორს, დამსაქმებელს მაღალკვალიფიციური კადრების მოძიება უჭირს, რაც მხოლოდ ერთს ცხადყოფს, თანამედროვე განათლებისა და სწორი უნარ-ჩვევების მქონე პროფესიონალს, კარიერული ზრდის უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს.
თუ აბიტურიენტი ხარ და ფინანსები შენი ინტერესის სფეროა, აუცილებლად დასვამ კითხვას – როგორ გავხდე კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი ფინანსისტი საქართველოში?
ამ სტატიაში სწორედ ფინანსების საბაკალავრო პროგრამასა და იმ ბენეფიტებზე გაიგებ, რომელსაც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU გთავაზობს.
დაგაინტერესებს ისიც, რომ SEU ჩამოყალიბდა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე როგორც აკადემიური ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების შესაბამისი სწავლისა და სწავლების მაღალ ხარისხს. უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ფილოსოფიაა სტუდენტებისათვის XXI საუკუნის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნის გადაცემა და მათი კვალიფიკაციისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევებით აღჭურვა არა მხოლოდ კონკურენციისთვის, არამედ წარმატების მისაღწევად.
SEU რეგიონში ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელიც არის მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის MIT პარტნიორი. სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში SEU MIT-ის სამეწარმეო ცენტრის – Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ინიციატივით შექმნილი Global Leaders of the Entrepreneurship Educators Network (GLEEN) თანადამფუძნებელია მსოფლიოს 4 უნივერსიტეტთან ერთად.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლით, SEU საქართველოს „ტოპ 5“ უნივერსიტეტებს შორის არის.
რა შესაძლებლობებს სთავაზობს სეუ-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს
რას იღებ სწავლების პროცესში და მის შემდგომ: საერთაშორისო შესაძლებლობები – გაცვლითი პროგრამები, სტაჟირება სხვადასხვა სექტორის და ინტუსტრიის კომპანიებში ფინანსური მიმართულებულით, კავშირი ინდუსტრიასთან – მოწვეული სპიკერები და თანამშრომლობა კერძო და საჯარო სექტორის ფინანსისტებთან. ფინანსების საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, შენ შეძლებ გააანალიზო ფინანსური მონაცემები, შეაფასო რისკები და მიიღო საინვესტიციო გადაწყვეტილებები, შეადგინო და მართო ბიუჯეტი, შეაფასო ფინანსური ანგარიშგება და დაგეგმო ფულადი ნაკადები, გამოიყენო ციფრული ინსტრუმენტები ფინანსური პროგნოზირებისა და დაგეგმვისთვის, იმუშაო საბანკო, საინვესტიციო, აუდიტორულ და საჯარო სტრუქტურებში, შექმნა და მართო სტარტაპის ფინანსური სტრუქტურა, განახორციელო ფინანსური პროექტები და წარადგინო შედეგები პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობით, იმუშაო გუნდურად და იმოქმედო ეთიკისა და პასუხისმგებლობის დაცვით.
სწავლის მეთოდები
SEU გთავაზობს ინოვაციური სასწავლო გეგმას, თანამედროვე სტანდარტებზე, ციფრულ ტრენდებსა და რეალურ პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას. სტუდენტები სწავლობენ ფინანსებს არამხოლოდ თეორიულად, არამედ უშუალო კავშირით ბიზნესგარემოსთან.
დამატებითი ბენეფიტები შენთვის
-მსოფლიოს N1 უნივერსიტეტში – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში MIT სწავლის შესაძლებლობა;
-MIT-ს მიერ შექმნილ ულტრაინოვაციურ პლატფორმა Orbit-ზე ულიმიტო წვდომა;
-ორმაგი დიპლომი;
-ფინანსური ლაბორატორია და ციფრული ანალიტიკის პლატფორმები (Excel, Power BI, SPSS, Python);
-Blockchain Lab;
-პრაქტიკული დავალებები რეალურ მონაცემებზე დაფუძნებით;
-მონაწილეობა ჰაკათონებში, ფინანსურ გამოწვევებსა და კრეატიულ პროექტებში.
აბა, მიღე პასუხი სტატიის დასაწყისში დასმულ შეკითხვაზე?
ყველა დამატებითი დეტალი SEU-ს საბაკალავრო პროგრამის შესახებ წაიკითხე აქ.
ფინანსური განათლების მნიშვნელობის შესახებ შენთვის საინტერესო სტატიებს ამ ვებგვერდზეც იპოვნი.
და გახსოვდეს: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს აუდიტორულ, ბიზნეს საკონსულტაციო, ანალიტიკურ, სამშენებლო, საბანკო და სადაზღვევო, საცალო ვაჭრობის, სადისტრიბუციო, ტურისტულ, ელექტრონული კომერციის სფეროს, ჯანდაცვის, მომსახურების სფეროს და ქვეყნის ეკონომიკის სხვა სექტორებში მოქმედ მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებში.
(R)