GE

„შეიძლება დაუფინანსდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი“ – პრივილეგიები, რაც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს უკავშირდება

თავდაცვის ახალი კოდექსით განსაზღვრულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული პრივილეგიები და ის სხვადასხვა საკითხს მოიცავს.

მათ შორის, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს უნარჩუნდება: ა) სამუშაო ადგილი, შესაბამისი დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად; ბ) საჯარო სამსახურში (დაწესებულებაში) არსებული ანაზღაურება; გ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სხვა სოციალური დაცვის გარანტიები.

კოდექსის თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს ან პირს, რომელმაც დაასრულა იგი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება დაუფინანსდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი.

“წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სარგებლობს რკინიგზითა და მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის უფლებით.

სამხედრო მოსამსახურე იხდის ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის/წყალარინების და დასუფთავების მომსახურების საფასურის 50 პროცენტს, ხოლო დანარჩენი 50 პროცენტი ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან − სამინისტროსთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან”, – ვკითხულობთ თავდაცვის ახალ კოდექსში.

რაც შეეხება პრივილეგიას სახელფასო ანაზღაურების კუთხით არსებულ პრივილეგიას, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით გაწვეულ პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება მიეცემა 30 პროცენტით მეტი ოდენობით.

“წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს, რომელსაც ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ეძლევა ანაზღაურება საჯარო სამსახურში (დაწესებულებაში), წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება აღარ მიეცემა. აღნიშნულ პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება მიეცემა, თუ ის აღემატება საჯარო სამსახურში (დაწესებულებაში) არსებულ ანაზღაურებას”.

ამავე თემაზე:

წვევამდელის ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის 1 წლით გადავადების საფასური 5 000 ლარი იქნება – სხვა დეტალები თავდაცვის კოდექსიდან

ვის ჩაეთვლება გავლილად წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური – რა წერია ახალ თავდაცვის კოდექსში სამხედრო განათლებაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური