GE

შეუძლია სერიალს თქვენი ინტელექტის ამაღლება სამეცნიერო მიმართულებით? – თავად სცადეთ

სერიალების ყურება ყველას გვიყვარს. ბევრ ჩვენგანს ამისთვის უამრავი საათიც კი დაუხარჯავს. არსებობს ამ ჟანრის ისეთი ფილმებიც, რომელთა ყურება დროის ამაო ფლანგვა არ იქნება. გთავაზობთ 10 ცნობილი და შთამბეჭდავი სამეცნიერო ციკლის სიას, რომელთა საშუალებით უამრავი ახალი ინფორმაციის გაგებას შეძლებთ.

სულის საიდუმლოები. ნევროზი. ლიბიდო (2011-2013)

ეს დოკუმენტური ციკლი 18 სერიას მოიცავს. ის ფსიქოანალიზის სფეროში მომუშავე ცნობილ მეცნიერებსა და შეშლილ გენიოსებს ეძღვნება. სერიალში ისეთი საინტერესო თემები განიხილება, როგორიცაა ადამიანის სულისა და ფსიქიკის საიდუმლოებები. მისი ყურების შემდეგ, თქვენ ისეთი მოვლენების შესახებ გაიგებთ, როგორიცაა ბილი მილიგანის მრავალი გონება, პარალელური სამყარო და სიზმარი. ასევე, კაცობრიობის ისტორიაში ჩატარებულ საინტერესო ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებს ნახავთ.

ტვინი. ცნობიერის საიდუმლოებები
The Brain. A Secret History (2010)

BBC-ის ეს ციკლი ჩვენი ტვინის მუშაობის საიდუმლოებებს ფარდას ახდის. მისი ყურების შემდეგ, თქვენ გაიგებთ, რატომ ასრულებს ადამიანი განსაზღვრულ სიტუაციებში ამა თუ იმ ქმედებას. ასევე ნახავთ, თუ როგორ მუშაობს ჩვენი ცნობიერება და შესაძლებელია თუ არა საკუთარი აზრების გაკონტროლება.

ხელოვნების ძალა
Simon Schama’s Power of Art (2006)

ხელოვნების ბრიტანელმა ისტორიკოსმა, საიმონ შამამ რვა დოკუმენტური გადაცემისგან შემდგარი ციკლი შექმნა. თითო მათგანი რვა გენიალური მხატვრის ერთ შედევრს ეძღვნება. სერიალი იმდენად შთამბეჭდავი და რეალისტურია, რომ მაყურებელი თავს კონკრეტულ ეპოქაში გრძნობს. გარდა ამისა, ციკლი იმდენად შემეცნებითია, რომ მისი ჩვენება შესაბამის სასწავლო დაწესებულებებში ნამდვილად ღირს.

დროისა და სივრცის გვირაბის გავლით
Through the Wormhole (2010-…)

სერიალის, რომლის წამყვანი მორგან ფრიმენია, წარმატება გარდაუვალია. თითოეული სერია არის ერთგვარი ექსკურსი, სადაც წამყვანი იმ შეკითხვებზე ეძებს პასუხს, რომლებიც კაცობრიობას ყოველთვის აინტერესებდა. ინტერვიუების, საინტერესო მაგალითებისა და თეორიების ნაირფეროვნება მაყურებელს ეკრანთან დიდი ხნით მიიზიდავს.

სამყაროში სტივენ ჰოკინგთან ერთად
Into the Universe with Stephen Hawking (2010 – …)

როდესაც საუბარი კოსმოსს ეხება, სტივენ ჰოკინგის მოსაზრების უგულებელყოფა არ შეიძლება. სერიალში გენიოსი პასუხებს სამყაროს ბევრ ამოცანაზე იძლევა. ასევე საუბრობს სხვა პლანეტებზე ცხოვრებასა და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია დროის მოტყუება. თუ თქვენ ასტრონომია არასოდეს გაინტერესებდათ, სერიალის ყურების შემდეგ, შეუძლებელია, არ შეგიყვარდეთ სამყარო და მისი საიდუმლოებების ამოხსნა არ მოგინდეთ. გირჩევთ სერიალის ორიგინალში ყურებას, ვინაიდან მას ბენედიკტ კამბერბეტჩი ახმოვანებს.

დაკარგული სამყაროები
Lost Worlds (2006—2007)

დოკუმენტური ფილმების სერია ,,დაკარგული სამაყაროები“ მსოფლიო ისტორიის ისეთ ამოცანებსა და საიდუმლოებებს ეძღვნება, როგორიცაა უძველესი ეგვიპტის საიდუმლოებები, 1950-იანი წლების ატომური ბუნკერები, საოცარი ტაძრების ისტორიები და დაკარგული ცივილიზაციები.

სასოწარკვეთილი დეგუსტატორები მიემგზავრებიან …
The Supersizers Go… (2007—2009)

ცნობილი სარესტორნო კრიტიკოსი და კომედიური ჟანრის მსახიობი ყოველ გამოშვებაში დიდი ბრიტანეთის ინსცენირებულ ისტორიულ ეპოქაში მიემგზავრებიან და იმ დროს მიღებულ კერძებს მიირთმევენ. ყოველი ასეთი ექსპერიმენტის შემდეგ მონაწილეები შემოწმებას გადიან და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმის დასკვნას იღებენ. წარმოუდგენელი კერძების (ისეთი, როგორიცაა ხარის თავი, ღვეზელი ბაყაყებით, ხორცის 15 ნაირსახეობის ჩაშუშული და სხვა) მომზადებისა და ჭამის პროცესისთვის თვალ-ყურის დევნება საკმაოდ სახალისო პროცესია.

საკვები ქარხანა
Food Factory (2012)

გასართობი გადაცემების ციკლი იმაზე მოგიყვებათ, თუ როგორ მზადდება რეალურად ჩვენი საყვარელი პროდუქტები, აჩვენებს იმას, თუ რა იმალება საწარმო-ქარხნებს მიღმა. გარდა ამისა თქვენ გაიგებთ, რომელ ინგრედიენტებსა და საიდუმლოებს იყენებენ კულინარიული საქმის ოსტატები. არ გირჩევთ გადაცემის მშიერ კუჭზე ყურებას!

გაუჩინარება
Stardust Lost In The Andes (1995—1996)

დოკუმენტური სერიალი წარსულის იმ მოვლენებს ეძღვნება, როლებიც კითხვებს არაერთ თაობაში იწვევდა. თითოეულ ეპიზოდში კონკრეტული საიდუმლო მოვლენა განიხილება. ეპიზოდებში იშვიათი დოკუმენტური კადრები და ადრე უცნობი დოკუმენტები არის გამოყენებული.

შავი სარკე
Black Mirror (2011 – …)

ჩვენ სიაში შესული ერთადერთი მხატვრული სერიალი. ის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაგაფიქრებთ: საით მივყავართ ან უკვე სადამდე მიგვიყვანეს მათ? რეალურად, დღეს შავი სარკე ყოველ სახლში, ყოველ მაგიდაზე, ყოველ ხელში არის. პლაზმური ტელევიზორი, კომპიუტერი, მონიტორი და სმარტფონის დისპლეი ყველა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს XXI საუკუნის ნამდვილი ანტიუტოპიაა. გირჩევთ სერიალის ყურებას!

ტოპ 10 ფილმი გენიოსებზე

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური