GE

ტოპ 10 ფილმი გენიოსებზე

ჩვენ თავი მოვუყარეთ 10 ფილმს გენიოსებზე – გამოჩენილ ადამიანებზე, მათ ბედსა და ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებზე, აღმოჩენებზე ან უბრალოდ ამ უნიკალური ადამიანების ცხოვრებაზე. ისინი ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავდებიან, ცხოვრობენ თავიანთ, ხანდახან გამოგონილ სამყაროში, რომელში ჩახედვასაც შერჩეული ფილმების საშუალებით თქვენც შეძლებთ.

„ჭკვიანი უილ ჰანტინგი“ (1997)

ფილმის მთავარი გმირი გენიოსი მათემატიკოსი, უილ ჰანტინგია. თავისი გენიალურობის მიუხედავად, ის მოკრძალებულ ბინაში ცხოვრობს და ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში დამლაგებლად მუშაობს. ერთხელ უილი უნივერსიტეტის დერეფანში დაფას ნახულობს, რომელზეც ურთულესი მათემატიკური ამოცანაა მოცემული და ის მის ამოხსნას ახერხებს. უნივერსიტეტის პედაგოგი ლამბო უილის პოვნას გადაწყვეტს. ზუსტად ამ დროს ჰანტინგი არასასიამოვნო სიტუაციაში ხვდება – მას პატიმრობა ემუქრება. პროფესორი ლამბო უილს ეხმარება, თუმცა მას ორ პირობას უყენებს…

„გონების თამაშები“ 2011

ეს არის მეცნიერისა და მათემატიკოსის ჯონ ნეშის ისტორია. ის უნივერსიტეტში სწავლობს, აქტიურად არის დაკავებული კვლევებით და ოთახის მეზობლების გარდა, დიდად არავისთან ურთიერთობს. პრინსტონის დამთავრების შემდეგ ჯონი მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში პედაგოგად იწყებს მუშაობას. ერთხელაც, ახალგაზრდა და იმედისმომცემი ჯონი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო სამსახურის ინტერესის ობიექტი ხდება. ისინი ნეშს მნიშვნელოვანი ინფორმაციის ანალიზში თხოვენ დახმარებას, მაგრამ მალე ირკვევა, რომ ყველაფერი რაც ხდება, მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფია.

„ღარიბი მილიონერი“ (2008)

ფილმი ვიკას სვარუპის წიგნის „კითხვა-პასუხი“ – ს მიხედვით არის გადაღებული. ისტორიის გმირი არის 18 წლის ჯამალ მალიკი, რომელიც ერთხელ, ტელევიზორის ყურებისას, გადაცემას „ვის უნდა გახდეს მილიონერი“ აწყდება და მასში მონაწილეობის მიღებას გადაწყვეტს. ყვლაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამას ფულისთვის ნამდვილად არ აკეთებს. მალიკს უნდა, რომ ის იმ გოგონამ დაინახოს, რომლის პოვნაც მას ძალიან უნდა. ჯამალი ახერხებს თამაშში მოხვედრას და ყველა კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას. როგორ არის ასეთი რამ შესაძლებელი?! ჯამალს ხომ არ დაუმთავრებია უნივერისტეტი და ის არის ჩვეულებრივი, თუმცა ძალიან ყურადღებიანი ყმაწვილი გარეუბნიდან. სწორედ ამაშია ღარიბი ბიჭის ფენომენი მუმბაიდან.

„იმიტაციის თამაში“ (2014)

ამ ფილმის მოქმედება 1939 წელს ხდება. ბრიტანეთის მთავრობა მეცნიერსა და მათემატიკოსს, ალან ტიურიგს პოულობს და მათთან მუშაობას თავაზობს. კერძოდ, მესამე რაიხის საიდუმლო კოდების გასაშიფრად გუნდის შექმნას. ალან ტიურინგი უნიკალური მანქანის შესაქმნელად მუშაობას იწყებს. ამ ჯგუფში ასევე ჯონ კლარკიც აღმოჩნდება, რომელიც შემდეგ ტიურინგის მეგობარი და თანამოაზრე ხდება. მრავალთვიანი მუშაობის შემდეგ ალანის გუნდი მიდის დასკვნამდე და ალანის მანქანის დახმარებით ნაცისტების კოდების გაშიფრვას ახერხებს.

აბა, დამიჭირე!“ (2002)

ეს არის სტივენ სპილბერგის მიერ გადაღებული ფილმი, სადაც მოთხრობილია ფრენკ ებიგნეილის ცხოვრების შთამბეჭდავი ისტორია. თავგადასავლების მოყვარული, გამომგონებელი და რისკიანი ბიჭი – ასე შეიძლება ფილმის მთავარი გმირის დახასიათბა. რა პოზიციაზე აღარ უმუშავია მას – ექიმად, პროკურორის დამხმარედ, თვითმფრინავის პილოტად, და ყველაფერი ეს 21 წლამდე. და კიდევ, ფრენკი დოკუმენტების გაყალბების ოსტატი იყო, რასაც მისთვის კარგი შემოსავალი მოჰქონდა. მასზე გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი კარლ ჰენრეტი ნადირობს, რომელიც ფრენკის ციხეში ჩასმაზე ოცნებობს. თუმცა ებიგნეილის დაჭერა ასეთი მარტივი არ არის, ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს ერთი ნაბიჯით ყოველთვის უსწრებს.

„სტივენ ჰოკინგის სამყარო“ (2014)

ეს არის ბიოგრაფიული დრამა გამოჩენილ მეცნიერ-ფიზიკოსზე სტივენ ჰოკინგზე. ფილმი მოგვითხრობს მის ურთიერთობაზე ცოლთან – ჯეინთან, რომელიც მან ჯერ კიდევ კემბრიჯში სწავლის დროს გაიცნო. საშინელ დაავადებას, რომელმაც გენიალური მეცნიერი ეტლს მიაჯაჭვა, კვლევების გაგრძელებასა და მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენების გაკეთებაში ხელი არ შეუშლია. ეს ასევე არის სიყვარულის ისტორია, რომელმაც ყველა წინაღობასა და სირთულეს გაუძლო. სწორედ ჯეინის სიყვარული დაეხმარა სტივენს სრულფასოვანი ცხოვრების გატარებაში.

„მისტერ სპივეტის წარმოუდგენელი მოგზაურობა“ (2013)

ეს არის 10 წლის ბიჭუნას ტ.ს. სპივეტის გულისამაჩუყებელი ისტორია. თავისი ასაკის მიუხედავად, სპივეტი ძალიან ნიჭიერი და ჭკვინია. მას აქვს ოცნება შექმნას მუდმივი ძრავა. მოულოდნელად ვაშინგტონის ინსტიტუტში პატარა გამომგონებლის ნაშრომები ხვდება. ერთ მშვენიერ დღეს ბიჭუნას ინსტიტუტიდან ურეკავენ და ჯილდოს მისაღებად პატიჟებენ. მისტერ სპივეტი ხანმოკლე ფიქრის შემდეგ ვაშინგტონში წასვლის გადაწყვეტილებას იღებს. მას ხანგრძლივი, თუმცა ძალიან შთამბეჭდავი მოგზაურობა ელის.

„ჯობსი: ცდუნების იმპერია“  (2013)

ფილმი ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი ყმაწვილის, სტივ ჯობსის ისტორიას მოგვითხრობს, ასევე იმაზე თუ როგორ ეყრებოდა საფუძველი მსოფლიოში ცნობილ კომპანია Apple-ს. ფილმის მთავარმა გმირმა და მისმა მეგობრებმა პრაქტიკულად ნულიდან დაიწყეს – ისინი კომპიუტერებს გარაჟში აწყობდნენ. სტივ ჯობსი საკმაოდ არაორდინალური პიროვნებაა და არ გავს ხუთოსანს უნივერსიტეტიდან, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ინტერესს მისი პიროვნებისადმი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მან ისტორიაში შესვლა და მასში სამუდამოდ დარჩენაც კი მოახერხა.

„შერლოკ ჰოლმსი“ (2009)

ეს არის დეტექტიური ბოევიკი გენიალურ გამომძიებელსა და მისი დამხმარის – ექიმ ვატსონის თავგადასავალზე. მას ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ჩახლართული საქმის გახსნა შეუძლია. ერთ დღეს, შერლოკს ცნობილი თაღლითი, ირენ ადლერი ესტუმრება, მათ ძველი ურთიერთობა აკავშირებთ. ირენი მას დახმარებისათვის მიმართავს; მისტერ ჰოლმსი მას უარით ისტუმრებს, თუმცა მაინც გადაწყვეტს მისთვის თვალ-ყურის დევნას. ჰოლმსი მალევე ხვდება, რომ ის რაღაც ჩახლართულ ამბავში გაეხვია და მასაც შეიძლება დიდი საფრთხე ემუქრებოდეს.

„ოცდაერთი“ (2008)

ეს არის ძალიან საინტერესო ისტორია იმაზე, თუ როგორ მოახერხეს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერისტეტის ხუთმა სტუდენტმა და უმაღლესი მათემატიკის პედაგოგმა ლას-ვეგასისი საუკეთესო სამორინეებში მოგება. საქმე ისაა, რომ თვითონ პედაგოგი ყოფილი მოთამაშეა. ის განსაკუთრებულ გეგმას შეიმუშავებს, რომლის საშუალებითაც მოსაგები კომბინაციების გამოთვლაა შესაძლებელი. ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად მას დამხმარეები სჭირდება. სწორედ ამიტომ ის 5 ყველაზე ნიჭიერ სტუდენტს ირჩევს და მათ თამაშში ჩაითრევს.

10 ფილმი იდეალური მასწავლებლის შესახებ

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური