სკოლა ვალდებულია საათები ასე გადაანაწილოს – ვის რომელი საგნის სწავლება შეუძლია მასწავლებლის ახალი სქემით
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემაში გაწერილია რომლი საგნის მასწავლებელს შეუძლია კიდევ სხვა საგანი ასწავლოს და ისიც, თუ როგორ უნდა გადაანაწილოს სკოლამ ასეთ შემთხვევაში საათები.
მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი ასწავლის შემდეგი წესით:
მათემატიკის მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა;
ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები.
საათების გადანაწილება
სკოლა ვალდებულია, სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროსი, წამყვანი ან/და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს, ასეთების არსებობის შემთხვევაში, და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე.
ასევე იხილეთ:
-
ადამიანის უფლებათა სწავლება და პედაგოგთა ტრენინგები – რას ითხოვს სახალხო დამცველი განათლების მინისტრისგან
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინმეს გინახავთ მსჯელობა იმაზე, რატომ მოდიან წლიდან წლამდე უნივერსიტეტებში უფრო ნაკლებად მომზადებული სტუდენტები?“
by ARIS.GE-განათლება
-
„ეს არის ყველა აბიტურიენტისთვის ერთადერთი და ძალიან მნიშვნელოვანი რეგისტრაციის პროცესში“
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე