სკოლაში ბავშვები აღარ იქნებიან დატანჯულები და სიხარულით ივლიან – ალექსანდრე ჯეჯელავა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების რეფორმის კონცეფციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იქნება სკოლა, სადაც ბავშვები სიხარულით ივლიან და არ იქნებიან “დატანჯულები”.
“თუ ჩვენ ზედმეტი დატვირთვით შევაჯავრებთ ბავშვს სწავლას ანუ ადამიანს, რომელსაც სწავლის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდება არაა კარგი. ჩვენს სკოლებში პირველკლასელები არიან თვალებანთებულები, მე-7 კლასელები გატანჯულები, მე-11-მე-12 კლასელები კი სკოლისგან სრულად დისტანცირებულები. ჩვენ ვაპირებთ, რომ სკოლა გავხადოთ ისეთი ადგილი, სადაც ბავშვებს სიხარულით ენდომებათ წასვლა, არაგადატვირთული ადგილი. ჩვენი რეფორმით, სკოლა უნდა იყოს ცოდნის, ცხოვრების, ურთიერთობების შესაყვარებელი ადგილი. სწავლა, როგორც პროცესი კი გვინდა გავხადოთ მიმზიდველი და სახალისო”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
როგორ გეგმავს ჯეჯელავა ახალგაზრდების უმაღლესი განათლებიდან პროფესიულში „გადატყუებას“
ქეთი არის© გიგოლაშვილი
-
„სტატუსს ხომ არ შევუწყვეტთ და გავაგდებთ?!“ – განათლების სამინისტრო განმარტავს, სწავლის გაგრძელების/დასრულების რა შანსი აქვს მილევადი პროგრამის სტუდენტს
by ARIS.GE-განათლება
-
6 წელს მიუღწეველი ბავშვების პირველ კლასში ჩარიცხვას 2027-2028 სასწავლო წლისთვისაც ითხოვენ – მოქალაქეების პეტიცია პარლამენტს
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტროს დაფინანსება 2027 წლის შეცვლილი ბიუჯეტით ყველა მიმართულებით გაზრდილია – თანხების ახალი განაწილება
by ARIS.GE-განათლება