GE

„სკოლის დირექტორებო, ჩაიხედეთ კანონში და შორმის კოდექსის მიხედვით იხელმძღვანელეთ“

„ძალიან გთხოვთ დირექტორებს, ჩაიხედეთ კანონში და შორმის კოდექსის მიხედვით იხელმძღვანელეთ. ათეულობით მასწავლებელს დეკრეტში ყოფნის პერიოდში უქმნით მსგავს პრობლემას და კარგი იქნება, თუ შრომის კოდექსს ხშირად გადაიკითხავთ“, – ამ სიტყვებით მიმართავს სკოლის დირექტორებს eorgian Educational Laborers’ Union (საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანება) და მასწავლებლის დეკრეტული შვებულების შესახებ შრომის კოდექსით განსაზღვრულ მუხლებს შეახსენებს:

მუხლი 36. დასაქმებულის სამუშაოზე ანაზღაურება

დასაქმებულის სამუშაოზე ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინ 3 თვის საშუალო შრომის ანაზღაურებიდან, თუ მის მიერ მუშაობის დაწყების ან ბოლო შვებულების შემდეგ ნაკლები ვადით მუშაობდა – ნაკლები ვადით მუშაობის ანაზღაურებიდან, ხოლო თუ იგი ავადმყოფობის ფურცლის დროს ანაზღაურებას იღებს – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.

მუხლი 32. პუნქტი – 4

შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ოჯახური პირობების გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.

ანუ დეკრეტული შვებულება და ავადმყოფობის ფურცელზე ყოფნა ითვლება სამუშაო სტაჟში, შესაბამისად, შვებულების საშუალო არითმეტიკული გაანგარიშება (ბოლო 3 თვის ხელფასით) მის ამოქროლებას არ ახდენს გავლენას – მასწავლებელი ჩვეულებრივად იღებს 40 დღიან შვებულებას. არ აქვს მნიშვნელობა მასწავლებელი დეკრეტიდან როდის დაბრუნდა მასში, ივლისში თუ აგვისტოში – შვებულების ხელფასი ეკუთვნის სრულად!

ორგანიზაციის ინფორმაციით, ხშირია შემთხვევა, როდესაც მასწავლებელი ივლისსა და აგვისტოს თვეში დეკრეტშია და ზაფხულის შვებულებას ვერ იყენებს. ასეთ შემთხვევაში, მას შეუძლია, რომ ეს 40 დღე იანვარ-თებერვალშიც გამოიყენოს:

მუხლი 35. ანაზღაურებადი შვებულების გადატანის გამონაკლისი შემთხვევები

1. თუ დასაქმებულისთვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება სამუშაო პროცესის ნორმალურად წარმართვაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების მომდევნო წლისთვის გადატანა. არასრულწლოვანის ანაზღაურებადი შვებულების მომდევნო წლისთვის გადატანა აკრძალულია.
2. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების მომდევნო წლისთვის ზედიზედ 2 წლის განმავლობაში გადატანა.

რა ხდება თუ მასწავლებელი დეკრეტში იმყოფებოდა და ე.წ. ზაფხულის შვებულება ვერ გამოიყენა, სკოლაში გასვლა უწევს დეკემბრის ბოლოს ან იანვარში?

რადგან დეკრეტი არის კანონით გარანტირებული, ანაზღაურებადი სოციალური შვებულება და მის განმავლობაში ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება ფიზიკურად და იურიდიულად შეუძლებელია. დეკრეტში ყოფნა არ შეიძლება ჩაითვალოს შვებულებაზე უარის თქმად ან მისი გადატანის კანონით აკრძალულ შემთხვევად, ამიტომ მასწავლებლის შვებულება ინარჩუნებს სრულ იურიდიულ ძალას. მას შეუძლია ისარგებლოს იმ წლის 40 დღიანი შვებულებით დეკმებრის ბოლოს ან იანვარში, მას შემდეგ რაც დაბრუნდება სკოლაში.ანუ გადაწიოს ფასიანი შვებულება თუ ეს მისი სურვილი იქნება!

ცნობისთვის, დეკრეტული შვებულება ანაზღაურებადი 2023 წლის პირველი იანვრიდან, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე გახდა.

ფულადი დახმარების ოდენობა: სასგენილების თანახმად, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით, საქართველოს მთავრობა ადგენს, რომ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვროს ჯამურად არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარით.

გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების საფუძველი: დადგენილების თანახმად, საჯარო სკოლის მასწავლებელს, ორსულობისა და მშობიარობის გამო, ბავშვის მოვლის გამო, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებად შვებულებებთან დაკავშირებით, ამ დადგენილებით გათვალისწინებულ დახმარებასთან ერთად, დამატებითი სოციალური დაცვის ღონისძიების სახით, მის მიერ შვებულებების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად მიეცემა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 39-ე მუხლით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურება. დამატებითი ანაზღაურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში გაიცემა.

საჯარო სკოლების მასწავლებლისთვის ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო და დანამატები.

ასევე იხილეთ:

ცნობილია რომელი სკოლა რა თანხას მიიღებს ერთ მოსწავლეზე კლასების მიხედვით და რამდენი იქნება დამატებითი დაფინანსება – დადგენილება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური