შოუ რუმი მალტაზე
მალტაზე არსებულ „K-STUDIO MALTA LIMITED” კომპანიის,Training and manamagement Consultation Center ,,VIPR,, და აპ. ქუთათელაძის სახ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო შემეცნებითი პროექტის ‘‘თსსა საზღვრებს გარეთ“ ფარგლებში ტარდება სამხატვრო აკადემიის დიზაინის მიმართულების პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვები.
პროექტის ,,თსსა საზღვრებს გარეთ“ მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
პროექტის ხელმძღვანელები: – თინათინ კლდიაშვილი, სრული პროფესორი, – ნინო მგალობლიშვილი, ასოცირებული პროფესორი.
ეს იქნება პირველი საერთაშორისო SHOW ROOM-ი სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის მიმართულებით.
SHOW ROOM-ის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სამხატვრო აკადემიის მოდის დიზაინის, ტექსტილის დიზაინისა და მხატვრული მინის დიზაინის პროფესურისა და სტუდენტთა ექსკლუზიური ნამუშევრები.
ჩატარდება მასტერ-კლასები:
1. ,,სინთეზური ქსოვილი,,- ხელმძღვანელი თინათინ კლდიაშვილი, სრული პროფესორი; ასისტენტი ნინო ქვრივიშვილი, პროფესორი;
2. Fashion – მერჩენდაიზინგი – ნინო მგალობლიშვილი, ასოცირებული პროფესორი.
SHOW ROOM-ის ფარგლებში პროექტი ითვალისწინებს აგრეთვე შემოქმედებით, კულტურულ და კომერციული კავშირების ახალი ფორმების მოძიებას; ევროპულ-ქართული პარტნიორული კომუნიკაციების განვითარების მიზნით მალტის საზოგადოებრიობისა და ქართული დიასპორის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრებს.
-
სამხატვრო აკადემიაში საერთაშორისო ფორუმი ,,მწვანე დღეები საქართველოში’’ გაიმართება
by თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
-
სამხატვრო აკადემიასა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა
by თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
-
სამხატვრო აკადემიაში ლუკა ლასარეიშვილის ლექცია და ვორქშოპი გაიმართება
by თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია