GE

სტუდენტები სწავლისთვის აღებულ სესხს ვეღარ ფარავენ

განათლება ევროკავშირში უკვე ვეღარ უზრუნველყოფს მშვიდ ცხოვრებას. ახალგაზრდებს პრობლემები ექმნებათ დასაქმებასთან დაკავშირებით და მათი ვალები იზრდება.

დღეისათვის ესპანეთში სხვადასხვა ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა 90% არამოთხოვნადია შრომის ბაზარზე. მსგავსი სიტუაციაა ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც. ევროსტატის მონაცემების მიხედვით, 15- დან 24 წლამდე ახალგაზრდობის 22% უმუშევარია, 42% მუშაობს დროებითი კონტრაქტით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მათზე მოთხოვნილების არარსებობა ერთადერთი პრობლემა არ არის. ბევრ მათგანს აღებული აქვს კრედიტი და დღეს ვერც ერთი მათგანი ვალს ვერ იხდის.

კომპანია Student Loans-ის კვლევის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში სტუდენტური სესხის რაოდენობა 174 მლნ აშშ დოლარს აღწევს, ეს არის 2010-2011 სასწავლო წლის მონაცემები. საშუალოდ, ყოველი ყოფილი სტუდენტი, სესხის ასეთი პირობების არსებობისას, ვალდებულია გადაიხადოს დაახლოებით 25 000 აშშ დოლარი. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ დამსაქმებელი მათ დროებითი კონტრაქტით ქირაობს და არ შეუძლია მათი უზრუნველყოფა სოც-პაკეტით.

ევროპული დასაქმების ბაზრის სხვა პრობლემა არის პრესტიჟული სპეციალობების სიჭარბე. Randstad France-ის ხელმძღვანელის, ფრანსუა ბარელის აზრით, დღეს ძალიან ბევრი ”თეთრი საყელოა” და ძალიან ცოტა სპეციალისტი ტექნიკურ სფეროში.

ამასთანავე, ბევრი დამსაქმებელი უკმაყოფილოა კურსდამთავრებულთა მომზადების დაბალი დონით. ეს განათლების სისტემის პრობლემაა, რომელიც არ ითვალისწინებს პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებას სტუდენტებში.

იმ ქვეყნებში, სადაც უმაღლესი განათლების სისტემა მჭიდროდ არის დაკავშირებული წარმოებასთან, უმუშევრობის დონე ახალგაზრდებში გაცილებით დაბალია. ფინეთში, ნორვეგიასა და შვეციაში 1980 წლიდან მოქმედებს ”ახალგაზრდული გარანტიის” პროგრამა. დასაქმების სამსახურს ყველასთვის, ვინც მათ მიმართავს, გააჩნია ინდივიდუალური პროგრამა, რომელშიც შედის ვაკანსიის მოძიებაც, გადაკვალიფიცირებაც და დამატებითი განათლების მიღების შესაძლებლობაც.

წყარო: www.segodnya.ua

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური