GE

სტუდენტებისთვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა გამოცხადდა – ვადები

სტუდენტებისთვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა გამოცხადდა და ვადებიც განისაზღვრა. ბრძანება სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსმა დიმიტრი ბერიძემ გამოსცა.

როგორც 11 იანვრით დათარიღებულ  ბრძანებაში ვკითხულობთ, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ფარგლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში წარმოდგენის ვადა განისაზღვრა – 2022 წლის 14 იანვრიდან 2022 წლის 21 იანვრის ჩათვლით. ხოლო მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვრა – 2022 წლის 11 თებერვლიდან 2022 წლის 18 თებერვლის ჩათვლით.

რაც შეეხება სტუდენტების რეგისტრაციას, მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა – 2022 წლის 28 იანვრიდან 2022 წლის 08 თებერვლის 18:00 სთ-მდე.

მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის უნდა შეხვიდეთ ბმულზე (students.emis.ge).

გაითვალისწინეთ, რომ ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).

იხილეთ სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის “2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები” 2022 წლის 11 იანვრის N1.1/1 ბრძანება

ასევე იხილეთ:

დისტანციური სწავლება და დასკვნითი გამოცდები – როგორია ქართული უნივერსიტეტების პრაქტიკა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური