სტუდენტებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა ნებაყოფლობითი იქნება – დეტალები
სტუდენტებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა ნებაყოფლობითი იქნება. ყველა მსურველს შეეძლება დაცვის პოლიციაში სტუდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს და სხვადასხვა ობიექტზე 1 წლის განმავლობაში, 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობით სწავლის პარალელურად, ჯარი მოხდილად ჩაეთვლებათ. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა EDU.ARIS.GE-ს უთხრა, რომ განათლების სამინისტროსთან უკვე იყო მოლაპარაკება ამ საკითხზე და სტუდენტებს უნივერსიტეტებში ხელი არ შეეშლებათ.
„სწავლის პერიოდში მათ ექნებათ უფლება და არა ვალდებულება, რომ პარალელურად გაიარონ სამხედრო სავალდებულო სამსახური დაცვის პოლიციაში. მიიღებენ 200 ლარს ხელზე, 3 დღეში ერთხელ იმსახურებენ. განათლების სამინისტრო ხელს შეუწყობს გრაფიკში, გამოცდების ჩაბარების პროცესშიც და სწავლის შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახური გასავლელი არ ექნებათ. ეს სისტემა სამომავლოდ საშუალებას მოგვცემს სხვა უწყებებშიც დავნერგოთ მსგავსი მეთოდი“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მოამზადა გიორგი ხუხიამ
-
„ვფიქრობდით, კერძო უნივერსიტეტი აგვერჩია და ახლა ამ საკითხზეც გაურკვევლობაში ვართ“ – აბიტურიენტის მშობელი გორიდან
by ARIS.GE-განათლება
-
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მალე ახალი ხელმძღვანელი ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია რომელი სკოლა რა თანხას მიიღებს ერთ მოსწავლეზე კლასების მიხედვით და რამდენი იქნება დამატებითი დაფინანსება – დადგენილება
by ARIS.GE-განათლება