„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებმა „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ კლინიკური პრაქტიკა გაიარეს
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებმა „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ კლინიკური პრაქტიკა გაიარეს.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 14 იანვარს, სტუდენტებს კლინიკური პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები კლინიკის დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ და „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, ნათია ჯოჯუამ გადასცეს.
კონკურსის წესით შერჩეულმა სტუდენტებმა, 17 ნოემბერი–13 დეკემბერის პერიოდში, „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ სხვადასხვა განყოფილებაში, გამოცდილი სპეციალისტების ზედამხედველობით პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს და კლინიკის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
კლინიკური პრაქტიკის პროგრამაზე კონკურსი კვლავ გამოცხადდა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს, 2026 წლის 19 იანვრის ჩათვლით, შეუძლიათ განაცხადის გაგზავნა.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს
-
15-16 ოქტომბერს „ევროპის უნივერსიტეტი“ „ერაზმუსის დღეებს“ აღნიშნავს
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისთვის კახეთში შემეცნებითი-გასართობი ექსკურსია გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მხარდაჭერით სახელმძღვანელო „ციფრული წიგნიერება“ გამოიცა
by ევროპის უნივერსიტეტი