შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მალე ახალი ხელმძღვანელი ეყოლება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მალე შეიცვლება.
როგორც EDU.ARIS.GE-სთვის გახდა ცნობილი, ნინო წერეთლი დაკავებულ თანამდებობას უახლოეს პერიოდში დატოვებს და NAEC-ის დირექტორი სხვა პირი გახდება.
EDU.ARIS.GE შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. უწყება სწრაფი პასუხისთვის მზად არ აღმოჩნდა.
ნინო წერეთელი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2024 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობს.
NAEC-ის დებულების თანახმად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს განათლების „მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი“.
-
უნივერსიტეტებს AI-სგან თავის დასაცავად აუდიტორიაში ჩატარებული გამოცდების დაბრუნებას სთხოვენ – ბრიტანეთის მაგალითი
by ARIS.GE-განათლება
-
ქართულ უნივერსიტეტებს საზღვარგარეთ ფილიალების გახსნის უფლება ექნებათ – როგორი იქნება პირობები
by ARIS.GE-განათლება
-
ეროვნულ გამოცდებზე 49 აბიტურიენტს სმარტფონი უპოვეს – უპრეცედენტოდ მკაცრი მისაღები გამოცდა სამხრეთ კორეაში
by ARIS.GE-განათლება