ალტე უნივერსიტეტში XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის „იმიტირებული გამოძიება“ გაიმართება
გაინტერესებს, როგორ უნდა მართო საგამოძიებო პროცესი? – ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა და ააიპ „სამართლებრივი აზროვნების აკადემია“ გთავაზობს პროექტს – „იმიტირებული გამოძიება“, სადაც შეძლებ, თავად გამოიძიო და ამოხსნა სამართლებრივი „ქეისი“.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, „იმიტირებული გამოძიება“ არის ინტერაქციული პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას რეალურ სიტუაციაზე და თამაშზე დაფუძნებული მეთოდით.
პროექტი მოიცავს 2-დღიან ინტენსიურ კურსს, რომელიც თეორიულ ცოდნასა და რეალურ პრაქტიკას აერთიანებს:
- პირველ დღეს გაეცნობი გამოძიების არსს, ეტაპებსა და ისეთ მნიშვნელოვან მოქმედებებს, როგორიცაა: მოწმის გამოკითხვა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ჩხრეკა, ამოღება და მტკიცებულებების დალუქვა;
- მეორე დღე სრულად დაეთმობა პრაქტიკულ სამუშაოს, სადაც ყველა საგამოძიებო მოქმედებას თავად შეასრულებ და სამართლებრივ „ქეისს“ დამოუკიდებლად გამოიძიებ.
კურსი 6-7 თებერვალს (ჯამში – 12 საათი) ალტე უნივერსიტეტი ჩატარდება.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ XI-XII კლასების მოსწავლეებს (30 აბიტურიენტი), რომლებიც სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეირჩევიან.
აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადა 31 იანვარია.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
-
ალტე უნივერსიტეტი პროფესიების რეგიონულ ტურნეს იწყებს
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტი „პროფესიების რეგიონულ ტურნეს” იწყებს – პირველი ფორუმი თელავში გაიმართება
by ალტე უნივერსიტეტი
-
გაზრდილი საპრიზო ფონდი და უნიკალური შესაძლებლობა სკოლის მოსწავლეებისთვის – ალტე უნივერსიტეტის START-UP მარათონი 2026 იწყება
by ალტე უნივერსიტეტი