GE

სტუდენტთა მობილობის ვადები 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ცნობილია – დეტალები

განისაზღვრა 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები. როგორც დღეს, 12 იანვარს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში ელექტრონულად წარმოდგენის ვადა – 2023 წლის 13 იანვრიდან 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით განისაზღვრა.

სახელოვნებო-შემოქმედებითი-სასპორტო კონკურსის შედეგების, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ელექტრონული ფორმით წარმოდგენა შესაძლებელი იქნება – 2023 წლის 3 თებერვლის ჩათვლით. ხოლო, მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვრა – 2023 წლის 10 თებერვლიდან – 2023 წლის 17 თებერვლის ჩათვლით.

სტუდენტთა საყურადღებოდ:

მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა – 2023 წლის 30 იანვრიდან – 2023 წლის 08 თებერვლის 18:00 საათამდე. მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

ყურადღება: ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 და შემდგომი წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).

სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი, 2022 წლის 03 თებერვლამდე გადის კონკურსს დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.

მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება 2023 წლის 10 თებერვალს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური