სწავლის გაუარესების მიზეზები ბავშვებში და მათი გამოსწორების გზები
მოსწავლის სწავლის გაუარესების მიზეზები არაერთია. მშობლები ხშირად ჩივიან არდადეგების შემდგომ უგულისყურობასა და სიზარმაცეზეც.
ბავშვთა კიბერუსაფრთხოების სერვისი UniSafeKids გვთავაზობს გავერკვეთ, თუ რა იწვევს სწავლის გაუარესებას და გვაძლევს კონკრეტულ რჩევებს სიტუაციის გამოსასწორებლად. UniSafeKids ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბავშვების დასჯა, სწავლის გაუარესების გამო, დაუშვებელია.
რას ნიშნავს სკოლაში კარგი აკადემიური მოსწრება?
კარგი აკადემიური მოსწრება ქულებით ფასდება და მოიცავს მიღებულ, ათვისებულ უნარებსა და ცოდნას, რასაც სკოლა აძლევს ბავშვს. ბევრი ადამიანი თვლის, რომ აკადემიური მოსწრება მხოლოდ ქულებით ფასდება, მაგრამ რეალურად, მოსწრებას განსაზღვრავს ცოდნა.
რას ნიშნავს ცუდი აკადემიური მოსწრება სკოლაში?
ცუდი აკადემიური მოსწრება გულისხმობს პროგრამის მოთხოვნებთან ბავშვის მიღწევების შეუსაბამობას. ანუ, როდესაც ბავშვს არ აქვს მიღებული ცოდნა, რომელიც გათვალისწინებულია პროგრამის მიხედვით და ასევე, არ აქვს გამომუშავებული საჭირო უნარები.
ბავშვის ცუდი აკადემიური მოსწრების მიზეზების გაგება უჭირთ მშობლებსაც და მასწავლებლებსაც. ხშირად ეს ბრალდება უმოტივაციობასა და გენეტიკას, თუმცა, რეალურად, გამომწვევი ფაქტორები შემდეგია:
– ინტერესის დაკარგვა ან მისი არარსებობა
– ათვისების უნარის შეფერხება
– გადაჭარბებული მომთხოვნობა მასწავლებლის ან მშობლების მხრიდან
– ფსიქოლოგიური დაძაბულობა
– სოციალური ადაპტაციის პერიოდი
– სწავლით ზედმეტად დატვირთულობა
რომ შევაჯამოთ, ძირითადი მიზეზებია: ათვისების პრობლემა, ემოციური მხარე და მოტივაციის პრობლემა. ამ პრობლემების აღმოფხვრა მხოლოდ კომპლექსური მიდგომით შეიძლება, კერძოდ კი, ბავშვის ინტელექტუალური და ფსიქოემოციური მომზადებით.
როგორ დავუბრუნოთ ბავშვს სწავლის სურვილი?
სწავლის სურვილის დაბრუნება მხოლოდ დაყოლიებით, დასჯით ან დირექტორთან და მასწავლებლებთან საუბრით შეუძლებელია. აუცილებელია, ზუსტად დადგინდეს მიზეზი, თუ რატომ სწავლობს ბავშვი ცუდად და ამის შესაბამისად შეირჩეს სტრატეგიული გეგმა.
სამწუხაროდ, მიღებული ცუდი ნიშანი გლობალურ შეცდომად აღიქმება. იმისათვის, რომ ბავშვს სწავლა უნდოდეს, აუცილებელია ესმოდეს, რომ მიღებული ცუდი ნიშანი მხოლოდ ერთი გაკვეთილის შეფასებაა. მასალის უკეთ ათვისების შემდეგ ბავშვი უფრო მაღალი ქულის მიღებას შეძლებს. აკადემიური მოსწრება უარესდება მაშინ, როდესაც მშობლები ბავშვებს აკრიტიკებენ. იმისათვის, რომ ბავშვმა ისწავლოს, მას კომფორტული გარემო უნდა ჰქონდეს.
დიდი მნიშვნელობა აქვს დისციპლინას. ხშირად მოსწავლე სხვა საკითხებზე ერთვება და ამის გამო ვერ სწავლობს. აუცილებელი არაა ეს იყოს კომპიუტერული თამაში და სოციალური ქსელი. მოსწავლეს უნდა ასწავლონ, რომ საკუთარი დრო რაციონალურად გამოიყენოს.
დასვენების დრო, მისი მნიშვნელობა
ბავშვები სწავლისგან შეიძლება ძალიან იღლებოდნენ. ეს იწვევს:
– აპათიას
– ჩაკეტილობას
– სწავლის მოტივაციის დაკარგვას
გადაღლილობა რომ ავიცილოთ, საჭიროა მოსწავლემ დრო სპორტს, ოჯახსა და საკუთარ ჰობის დაუთმოს და არა მხოლოდ სწავლას.
თანამშრომლობის მნიშვნელობა
სკოლა კოლექტივია; თითოეული მოსწავლე მისი განუყოფელი ნაწილია. ურთიერთობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ერთგვარი მექანიზმია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს. როდესაც ერთი მოსწავლე ცუდად სწავლობს, მაშინ მთელი კლასის აკადემიური მოსწრება იკლებს. აქედან გამომდინარე, თუ მოსწავლე არამხოლოდ საკუთარი, არამედ სხვების წინაშეც იგრძნობს პასუხისმგებლობას, მაშინ სწავლის პრობლემებთან გამკლავება მისთვის უფრო ადვილი იქნება. ეს მშობლებმაც უნდა გაითვალისწინონ და სკოლამაც, მათი ერთად მონაწილეობა ამ საკითხში აუცილებელია.
UniSafeKids ამტკიცებს, რომ აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება შესაძლებელია. მთავარია სწავლის გაუარესების მიზეზების დადგენა და მშობელთა და მასწავლებლების ჩართულობა. მიზეზების დადგენის შემდეგ, უმნიშვნელოვანესია სათანადო მიდგომა, პროფესიონალური დახმარების მიღება, ან მშობლის მხრიდან ზრუნვა იმაზე, რომ ბავშვი არ გადაიღალოს და დაუბრუნოს მას სწავლის მოტივაცია.
თეორიები სწავლის სტილის შესახებ
მოამზადა მარიამ დათაშვილმა
- ავტორიზებული საჯარო და კერძო სკოლების ჩამონათვალი (07.11.2024) by ARIS.GE-განათლება
- როგორ მივაღწიოთ გაწაფულ კითხვას დაწყებითი კლასის მოსწავლეებში – სავარჯიშოები (III- VI) by მოსწავლის მშობელს
- „სახელმწიფომ ეს უნდა გააცნოს ყველა ბავშვსა და მშობელს“ – იცნობთ ბავშვთა უფლებების კონვენციას? by მოსწავლის მშობელს