GE

თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები სამხედრო განათლების განმხილველ „52-ე კომენდანტების კონფერენციაში“ მონაწილეობდნენ

მიმდინარე წლის 9-13 მაისს ესტონეთში, ქ. ტალინში ნატო-ს თავდაცვის კოლეჯისა და ბალტიის თავდაცვის კოლეჯის ერთობლივი ორგანიზებით დაგეგმილი “52-ე კომენდანტების კონფერენცია” გაიმართა. კონფერენციას ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე და ბაკალავრიატის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ზურაბ ზერეკიძე დაესწრნენ.

აღნიშნული კონფერენცია აერთიანებს ეროვნული თავდაცვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მეთაურებს, ნატოს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან. შეხვედრების მთავარ მიზანს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენდა. კონფერენციის განმავლობაში ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხები: დისტანციური სწავლების აწმყო და მომავალი, სწავლების მოდერნიზება და მომავალი სწავლების ეკოსისტემა, დისტანციური სწავლება და სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებები.

უნდა აღინიშნოს, რომ 1972 წლიდან მოყოლებული, კომენდანტების კონფერენცია არის პროფესიულ სამხედრო განათლებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განხილვის შესაძლებლობა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური