GE

თავისუფალი უნივერსიტეტის ზამთრის სკოლა

თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზალეთის ტრეინინგ-ცენტრი 2012 წლის 1-3 თებერვალს საინტერესო ზამთრის სკოლაში იწვევს მოცემული თემატიკით დაინტერესებულ სტუდენტებს. ტრენინგი გაიმართება თემაზე “ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები საქართველოში და საბჭოთა დეპორტაციები”.

სკოლა შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საქართველოში არსებული ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები, საბჭოთა კავშირში განხორციელებული დეპორტაციები და ამ დეპორტაციების შედეგების ანალიზი, რეპატრიაციის საკითხები და სხვა.

ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრის ყველა იმ სტუდენტს, ვინც დაინტერესებულია და ვისთვისაც აქტუალურია სკოლის თემატიკა. სკოლაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მხოლოდ 60 წარმატებული აპლიკანტი.

ზამთრის სკოლის ყველა მონაწილეს თავისუფალი უნივერსიტეტი სთავაზობს სრულ დაფინანსებას (გარდა სარეგისტრაციო საფასურისა)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური