თბილისელებისთვის პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“ რეგისტრაცია დაიწყო
თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ახალ ეტაპზე მსურველთა რეგისტრაცია დღეს, 27 სექტემბერს დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მათი დასაქმების ხელშეწყობას.
როგორც დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, პროგრამაზე რეგისტრაციისთვის მსურველებს დრო, 27 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით ექნებათ.
ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმაზე www.dasakmdi.ge იწარმოებს.
„გვაქვს პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ხელი შევუწყოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც სამსახურს ეძებს. პარალელურად, ვახორციელებთ მათ გადამზადებას, პროფესიონალიზმის ამაღლების მიზნით. 27 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით, ვაცხადებთ დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმაზე www.dasakmdi.ge”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
თბილისის მერის თქმით, მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსზე სწავლა უფასოა. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში არსებულ 40-ზე მეტ სპეციალობას, წელს ორი ახალი კურსი დაემატება.
-
პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია
by პროფესიული განათლების ამბები
-
პროფესიული სასწავლებელს უფლება ექნება, საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება განახორციელოს
by პროფესიული განათლების ამბები
-
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში მოვშალოთ მენტალობა, რომ უმაღლესი განათლების მიღება აუცილებელია, ვაძლიერებთ პროფესიულ მიმართულებას“
by პროფესიული განათლების ამბები