ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის
ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორობა იწყება.
საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს და ამერიკის ერთ-ერთ წამყვან ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის The George Washington University, თანამშრომლობის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი გაფორმდა.
მხარეები გამოხატავენ მზადყოფნას განავითარონ თანამშრომლობა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით.
შეთანხმება მოიცავს ორმაგი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) შემუშავებას, აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, ასევე საერთაშორისო აკადემიური ღონისძიებებისა და კონფერენციების დაორგანიზებას.
ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა კიდევ უფრო აძლიერებს SEU-ს საერთაშორისო ქსელს, რომელიც უკვე მოიცავს თანამშრომლობას მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან, მათ შორის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT).
ეს ნაბიჯი ადასტურებს SEU-ს ამბიციას, იყოს აქტიური მონაწილე გლობალურ აკადემიურ პროცესებში და უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული განათლება საქართველოსა და რეგიონში.
(R)
-
„პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას, რათა აღმზრდელების ანაზღაურება ღირსეული იყოს“
by მასმედია
-
2026 წლის მიღების აბიტურიენტებს კახა ბენდუქიძის საქველმოქმედო ცოდნის ფონდი 4 200 000 ლარით დააფინანსებს
by მასმედია
-
თბილისის ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა
by სკოლამდელი განათლება