GE

თბილისის მერიის და “ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის” ერთობლივი პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში, ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში ITVET, ახალგაზრდების რეგისტრაცია დაიწყო.

პროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის პროფესიული უნარების განვითარებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმების ხელშეწყობას.

სპეციალობები:
კომპიუტერული გრაფიკა;
ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკოსი.

ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:
ქ. თბილისში რეგისტრაცია;
საბაზისო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
მინიმალური ასაკი 18 წელი;
გასაუბრება დარგის სპეციალისტთან;
შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ: სოციალურად დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის ვეტერანის ოჯახის წევრებს, მარჩენალდაკარგულებს, დედით ან მამით ობოლ პირებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს.

კოლეჯში მისაღებად საჭირო დოკუმენტები:
წერილობითი განცხადება;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2 ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3×4-ზე;
საბაზო საფეხურის/ სრული ზოგადი / უმაღლესი / პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი;
უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი!

თითოეულ სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა არის ორი თვე. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.

პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად, ასევე კოლეჯში ადგილზე, მის: ფანჯიკიძის 1ა; ტელ: 032 2 200 220 (5055); 555 55 76 70

იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა.

რეგისტრაციის ვადები: 24 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური