თბილისის სამხატვრო აკადემია ლონდონის მოდის კვირეულზე
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, დიზაინის ფაკულტეტის, მოდის დიზაინის მიმართულება ბრიტანეთის მოდის საბჭოს (British Fashion Council) მიერ მიწვეულია ქ. ლონდონში, რათა 12-23 თებერვალს მონაწილეობა მიიღოს 2014 წლის საერთაშორისო მოდის შოუქეიზში- International Fashion Showcase 2014 (IFS) და ასევე, კონკურსში, სადაც პრიზი გადაეცემათ ახალგაზრდა დამწყებ დიზაინერებს მოდის დარგში ინოვაციური დიზაინერული ნამუშევრისთვის და კურატორული მიდგომისთვის. შოუქეიზი იმართება ლონდონის 2014 წლის მოდის კვირეულის ფარგლებში.
2013 წლის საერთაშორისო მოდის შოუქეიზის ნახვა შეგიძლიათ აქ.
ბრიტანეთის მოდის საბჭოს მიერ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიწვევა განაპირობა თსს აკადემიისა და მოდის დიზაინის მიმართულების ხანგრძლივმა და ნაყოფიერმა თანამშრომლობამ ბრიტანეთის საბჭოს ცენტრთან საქართველოში, განსაკუთრებით კი, მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტების მონაწილეობამ ბრიტანეთის მოდის საბჭოს, ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ცენტრისა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმის მიერ 2012 წელს ერთობლივად განხორციელებულ პროექტში “რეკონსტრუქცია”.
შოუქეიზში მონაწილეობის მიღების მიზნით მოდის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა მაკა ბახტაძემ და პროექტის ინიციატორთა ჯგუფმა წარადგინა თემა “ძველი ქართული კოსტუმის რეკონსტრუქცია”, რომელიც წარმოადგენს რეკონსტრუირებული ქართული კოსტუმების კონცეპტუალურ ინსტალაციას ვიდეო ფილმის, და რე-კონსტრუირებული ქართული სამკაულის თანხლებით. კოსტიუმების ავტორები არიან ახალგაზრდა დამწყები დიზაინერები, მოდის დიზაინის მიმართულების სამაგისტრატურო და საბაკალავრო საფეხურების სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ექსპერიმენტული კვლევითი ლაბორატორია “ლურჯი სუფრა”.
პროექტი, რომელიც გულისხმობს ქართული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი მთავარი ნიშნის – ქართული სამოსის ტრანსფორმაციას/რეკონსტრუქციას თანამედროვე კონტექსტში, წარმოადგენს უდიდეს შანსს ახალგაზრდა დამწყები დიზაინერებისთვის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისთვის და მოდის დიზაინის მიმართულებისთვის.
-
სამხატვრო აკადემიაში საერთაშორისო ფორუმი ,,მწვანე დღეები საქართველოში’’ გაიმართება
by თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
-
სამხატვრო აკადემიასა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა
by თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
-
სამხატვრო აკადემიაში ლუკა ლასარეიშვილის ლექცია და ვორქშოპი გაიმართება
by თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია