თბილისში დროებით დახურული ბაღების რაოდენობა 65-ს შეადგენს
დედაქალაქში, კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, დახურული ბაღების რაოდენობა 65-მდე ჩამოვიდა.
როგორც EDU.ARIS.GE -ს დღეს ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, წუხანდელი მონაცემებით, თბილისში სულ 65 ბაღია დახურული.
საბავშვო ბაგა-ბაღებს 12-დღიანი საკარანტინე პერიოდი აქვთ, რის შემდეგაც ისინი მუშაობას აახლებენ და როგორც ბაღების მართვის სააგენტო განმარტავს, სავარაუდოდ, სააღმზრდელო დაწესებულებების დახურვის მაჩვენებელი 60-70 ერთეულით შენარჩუნდება, ასეთია ბოლო ერთი კვირის ტენდენცია.
ცნობისთვის, თბილისში სულ 186 საბავშვო ბაღია.
ასევე იხილეთ:
ბოლო კვირის მაჩვენებლებით, დისტანციურ სწავლებაზეა 219 სკოლა, 493 კლასი და 89 მასწავლებელი
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19