ყველაფერი საგნის – „მოქალაქეობა“ შესახებ – გზამკვლევი და სავარჯიშოები მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის
საგანი „მოქალაქეობა“ რომლის სწავლებაც 2024-2025 სასწავლო წლიდან XII კლასის მოსწავლეებმა პირველად დაიწყეს, წესით, მოსწავლეს შემდეგ შედეგზე გაიყვანს:
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
– გადაწყვეტილებების მიღებისას უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ბავშვის უფლებების კონვენცია) შინაარსის გათვალისწინება;
– საზოგადოებისა და ქვეყნისთვის აქტუალური სოციალურპოლიტიკური პრობლემების ამოცნობა და საკუთარი ჩართულობით მათ გამოსწორებაზე ზრუნვა დემოკრატიის პრინციპების გათვალისწინებით;
– მდგრადი განვითარების პრინციპების გააზრება და მათ საფუძველზე მოქმედება (მათ შორის, ცხოვრებისეულ და საგანგებო (ბუნებრივი და ტექნოგენური მიზეზებით გამოწვეულ) ვითარებაში უსაფრთხოების წესების დაცვით მოქმედება);
– ცალკეული იდეების ლობირება, ადვოკატირება სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით.
იხილეთ სრული დოკუმენტი:
საგანი – მოქალაქეობა გზამკვლევი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით
3 სავარჯიშო მოსწავლეებისათვის
1. რესურსი დაეხმარება მოქალაქეობის მასწავლებელს საბაზო საფეხურზე ადამიანის უფლებების სწავლებაში.
ადამიანის უფლებები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, გამოხატვის თავისუფლება (შემთხვევა).
2. მოცემული რესურსის გამოყენება მასწავლებელს შეუძლია ადამიანის უფლებების სწავლებისას. კონკრეტული ქეისების განხილვით მოსწავლეები უკეთ ჩასწვდებიან რელიგიის თავისუფლების არსს.
ადამიანის უფლებები – რელიგიის თავისუფლება (შემთხვევა)
3. მასწავლებელს შეუძლია, მოცემული რესურსი ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სწავლებისას გამოიყენოს.
ადამიანის უფლებები – სიცოცხლის უფლება, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (შემთხვევები)
ასევე იხილეთ:
„სახელმწიფომ ეს უნდა გააცნოს ყველა ბავშვსა და მშობელს“ – იცნობთ ბავშვთა უფლებების კონვენციას?
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- ახალგაზრდობის ხელშეწყობისთვის მომავალ წელს 14 მილიონამდე ლარის დახარჯვა იგეგმება – რას გულისხმობს მთავრობის პოლიტიკა by ARIS.GE-განათლება
- 3 მილიარდ ლარზე მეტი – 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტით განათლების სამინისტროს დაფინანსება კიდევ გაიზარდა by ARIS.GE-განათლება