TOP – 10 ყველაზე ძვირადღირებული ფაკულტეტი საქართველოში
საქართველოს სახელმწიფო სასწავლებლების უმრავლესობაში ფიქსირებული გადასახადია და წელიწადში 2250 ლარს შეადგენს. თუმცა განსხვავებული ვითარებაა კერძო სასწავლებლების შემთხვევაში.
რომელ ქართულ კერძო უნივერსიტეტშია ყველაზე ძვირადღირებული ფაკულტეტები, ანუ რომელი პროფესიის დაუფლება ღირს ყველაზე მეტი. Aris.ge -განათლებამ აღნიშნულ საკითხის კვლევა ჩაატარა და გთავაზობთ ტოპ-10 ყველაზე ძვირიან ფაკულტეტს.
1. ყველაზე ძვირი საქართველოში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების (ქართულ-ბრიტანულ-უნგრული ერთობლივი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი) პროგრამაა. ადგილების რაოდენობა სულ 10 წლიური გადასახადი კი 9 600 ლარია.
2. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი – საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (პილოტი) – წლიური გადასახადი 8750 ლარი.
3. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა– წლიური გადასახადი 8000ლარი.
4. თავისუფალი უნივერსიტეტი – ბიზნესის ადმინისტრირება – წლიური გადასახადი 7650 ლარი.
5. კავკასიის უნივერსიტეტში 7590 ლარი წელიწადში ორი მიმართულება ღირს: ბიზნესის ადმინისტრირება და საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი.
6. ჯიპა– საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ბიზნეს ადმინისტრირებაზე სწავლა მსურველებს წლიურად 7 000 ლარი უჯდებათ.
7. თავისუფალ უნივერსიტეტში 6950 ლარია წლიური გადასახადი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართლებაზე, ამდენივე ჯდება ხელოვნების, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის, ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის, ასევე სამართლის მიმართულებებზე სწავლა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში თანადაფინანსების სისტემა არსებობს.
8. შპს სასწავლო უნივერსიტეტი “გეომედი” დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა (ინგლისურენოვანი) წლიური გადასახადი 6000 ლარი.
9. კავკასიის უნივერსიტეტი – 5990 ლარია წლიური გადასახადი კავკასიის სამართლის სკოლაში, სახელმწიფო მართვის სკოლაში, მედიისა და ჯანდაცვის სკოლებში სწავლისთვის.
10. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმეტეს მიმართულებებზე სწავლა 5100 ლარი ჯდება.
საქართველოში ყველაზე იაფი ავტორიზებულ სასწავლებლებში სწავლა ღირს – წელიწადში 1500 ლარი, ასეთი კი სულ 21 პროგრამაა.
ეკა არის© წივწივაძე
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი