თსუ ევროპის 400 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა – Times Higher Education-ის მონაცემები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა Times Higher Education-ის მონაცემებით, ევროპის 400 საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალში 301+ პოზიცია დაიკავა. თსუ რეგიონში ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელიც ევროპის 400 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისა მოხვდა.
თსუ ასევე პირველი უნივერსიტეტია საქართველოდან, რომელიც გასულ წელს „თაიმსის“ მსოფლიოს უნივერსიტეტების რანჟირების ჩამონათვალში მოხვდა. 2016-2017 წელს „თაიმსმა“ მსოფლიოს 980 საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც თსუ 801+ ადგილს იკავებს.
თსუ-მ ყველაზე მაღალი შეფასება აიღო საერთაშორისო ცნობადობისა და ინდუსტრიული შემოსავლის კომპონენტში – საერთაშორისო ცნობადობა გულისხმობს საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი პერსონალის რაოდენობის შეფარდებას, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობას; ინდუსტრიული შემოსავლის კომპონენტი გულისხმობს გამოგონებებისა და ინოვაციების წარმოებაში დანერგვას ქვეყნის მასშტაბით.
წელს მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში საკონკურსოდ Times Higher Education-მა კვლევითი კომპონენტის შესაფასებლად გამოიყენა უნივერსიტეტების გამოცემების რაოდენობაც. რეიტინგში აისახა მხოლოდ ის პუბლიკაციები, რომელიც Elsevier Scopus-ის ბაზაში იძებნება.
შეფასების კრიტერიუმი 5 ძირითად სფეროს მოიცავს:
- სწავლება (სასწავლო გარემო): 30%
- კვლევა (რაოდენობა, შემოსავალი და რეპუტაცია ): 30%
- ციტირება (კვლევის გავლენა): 30%
- საერთაშორისო ცნობადობა (პერსონალი, სტუდენტები და კვლევა): 7,5%
- ინდუსტრიული შემოსავალი (გამოგონებებისა და ინოვაციების წარმოებაში დანერგვა) 2,5%
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების შეფასებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება უნივერსიტეტის საერთაშორისო რეპუტაციას, თანამშრომლებისა და სტუდენტების რაოდენობრივ შეფარდებას, სამეცნიერო კვლევების პროდუქტიულობას, რეფერირებად ჟურნალებში კვლევების გამოქვეყნებას, ციტირების ინდექსსა და სხვა.
-
დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი