GE

თუ მობილობას GRUNI-ში გეგმავთ – ვადები, პროცედურა და დეტალური ინსტრუქცია

თუ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მობილობით გადასვლა გსურს, გაეცანი ნაბიჯებს, რომლებიც ამ პროცედურისთვისაა საჭირო:

  1. 25 აგვისტროდან 9 სექტემბრის ჩათვლით, უნდა მოიპოვო მობილობის უფლება – რეგისტრაცია გაიარო განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე
  2. 12 სექტემბერს, მობილობის უფლების მოპოვების შესახებ პასუხს შეიტყობ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე
  3. მობილობის უფლების მოპოვების შემდეგ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, 2025 წლის 12 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარო ვებგვერდზე (გააქტიურდება 12 სექტემბერს, 17:00 სთ-დან)

ონლაინ რეგისტრაციის პროცესში საჭიროა, ატვირთო:

  • პირადობა (აუცილებელია ორივე მხარე);
  • სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობა (ვაჟებისთვის);
  • ატესტატი (საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის);
  • ბაკალავრის დიპლომი;
  • ნიშნების დანართი (სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის; უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტურობის შესახებ;)
  • აკადემიური ცნობა კრედიტებისა და შეფასებების მითითებით;
  • 1 ფოტოსურათი (3X4);
  • სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ სამართლებრივი აქტი;
  • სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში);
  • სარეგისტრაციო საზღაურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (გადახდის დროს დანიშნულებაში უნდა მიუთითო შენი(სტუდენტის) პირადი ნომერი, სახელი, გვარი).

რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინსტრუქცია იხილე ბმულზე

გაითვალისწინე: დოკუმენტების არასრულად ატვირთვის შემთხვევაში, შენი განაცხადი დახარვეზდება.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური