უცხოეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება
უცხო ქვეყნების უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს, 14:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) დღეს, 28 იანვარს გაავრცელა.
NAEC-ის ცნობით, აპლიკანტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), რეგისტრაციის გასავლელად 13:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ. გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევაში გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება.
გამოცდის მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი. აპლიკანტებს, ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში შესაბამისი ინსტრუმენტებით (კალამი, ფურცლები დ სხვ) გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს.
გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთია.
ტესტირება ტარდება ელექტრონული ფორმატით. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდება 3 ნაწილისაგან შემდგარი საგამოცდო ტესტი:
- წაკითხულის გააზრება;
- ლოგიკური მსჯელობა;
- რაოდენობრივი მსჯელობა.
თითოეულ ნაწილში გაერთიანებულია 15 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალება. შესაბამისად, ტესტი სრულად შედგება 45 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალებისგან. თითოეულ დავალებას აქვს 5 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი. თითოეულ ტესტურ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით.
იხილეთ: დავალებათა ნიმუშები
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. ბოლო, 45-ე დავალებაზე პასუხის მონიშვნის, ან მონიშვნის გარეშე ღილაკზე „შემდეგი“ დაჭერის შემთხვევაში, ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება ტესტის დასრულების შესახებ. შეტყობინებაში აღნიშნულია, რამდენ დავალებაზეა გაცემული პასუხი დავალებების საერთო რაოდენობიდან. ღილაკზე „დაასრულეთ“ დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ინფორმაცია ტესტის დასრულების შესახებ.
გამოსაცდელს შესაძლებლობა აქვს, გამოცდის პროცედურის შესახებ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, საპრეტენზიო განაცხადით, ცენტრს, გამოცდის დღეს, 20:00 საათამდე მიმართოს.
მონაწილეებს შედეგების ნახვა ცენტრის ვებგვერდზე სპეციალური პაროლით შეეძლებათ, რომელიც გამოცდის დღეს მიეწოდებათ.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
-
რა ქულებზე ჩააბარეს მსურველებმა სახელმწიფო ენის გამოცდა – შედეგები და სწორი პასუხები ცნობილია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
უცხო ქვეყნების უმაღლესებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დაიწყო – ვადები და პირობები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
ცნობილია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის განრიგი საგნების მიხედვით – 2025-2026 სასწავლო წელი
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი