უნიმარკეტი STAND WITH UKRAINE – ილიაუნი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 3 მარტს, ხუთშაბათს, 13:00-დან 19:00 საათამდე უკრაინის მხარდასაჭერად გაიმართება უნიმარკეტი #StandWithUkraine.
უნიმარკეტზე ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა:
საქველმოქმედო ყუთში ჩააგდოს ნებისმიერი მოცულობის შემოწირულება;
შეიძინოს საინტერესო ნივთები, გამოცემები, რომელთაც ჩვენი სტუდენტები და ლექტორები უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად გასაყიდად გამოიტანენ;
დარეგისტრირდეს უნიმარკეტის მონაწილედ, მოითხოვოს ჩვენგან ინვენტარით მხარდაჭერა და გაყიდოს ნივთები, შემოსული თანხა კი შემოწირულების საქველმოქმედო ყუთში განათავსოს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია შეგროვებული თანხით უკრაინელთა დასახმარებლად შეიძენს აუცილებელ მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას და უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას.
თუ გსურთ უნიმარკეტზე ნივთების გასაყიდად გამოტანა და ამ ფორმით უკრაინის მხარდაჭერა, შეავსეთ აპლიკაცია და თქვენს საჭიროებათა შესაბამისად მოწყობილ სივრცეს დაგახვედრებთ.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია ბმულზე
უნიმარკეტის მონაწილეებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კაფეტერია „უნიფუდი“ ყავითა და ჩაით უზრუნველყოფს.
#ერთად #რუსეთისაგრესიისწინააღმდეგ #უკრაინისმხარდასაჭერად
ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსის მიმდებარე ტერიტორია (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)
- „დაუმორჩილებლობა თავისუფლების საფუძველია!“ – 18:00 საათზე ილიაუნი მსვლელობას გამართავს by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნის მხარდაჭერით TBILISI PR DAYS – თბილისის პიარის დღეები 2024 გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნიში ილიას კვირეული „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი