GE

უნივერსიტეტი-ბაგების საბაგირო სტუდენტებისთვის უფასო იქნება – საკრებულოს გადაწყვეტილება

თბილისის საკრებულომ კუს ტბის და უნივერსიტეტი-ბაგების საბაგირო ხაზის მომსახურების ტარიფები დაადგინა. შესაბამის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ახლადგახსნილი უნივერსიტეტი-ბაგები საბაგირო გზით სტუდენტები, სამგზავრო ბარათებით, უფასოდ იმგზავრებენ. აღნიშნული შეღავათი გავრცელდება მხოლოდ სტუდენტებზე და არ გავრცელდება მოსწავლეებზე, ან სხვა შეღავათებით მოსარგებლე პირებზე.

„საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით დამტკიცდეს 1,0 ლარის ოდენობით“; გ) დადგენილების მე-2 მუხლს, მე-3 პუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 3​1 პუნქტი: „3​1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის პირებს მიეცეთ უფასო მგზავრობის უფლება“, – ნათქვამია საკრებულოს დადგენილებაში.

უნივერსიტეტი-ბაგების საბაგირო 19 აპრილს გაიხსნა,  საბაგირო ხაზის სიგრძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსსა და ბაგების ტერიტორიას ერთმანეთთან აკავშირებს, 320 მეტრია. საბაგირო ხაზით სარგებლობა მოსახლეობას ყოველდღე, 08:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში შეუძლია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური