ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
25 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნინო ციხისთავი-ხუციშვილმა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა, ბატონმა ილიას ჩილოღლუმ. მემორანდუმის გაფორმებას ესწრებოდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი – ოთარ ბენიძე.
მემორანდუმის მთავარი მიზანი ისეთი ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელებაა, რომლებიც მიმართულია კვლევის, სამართლის პოპულარიზაციის, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტების განათლების ხელშეწყობისაკენ.
თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ერთობლივი პროგრამების განხორციელებას ისახავს მიზნად, უკვე გაფორმდა და მოქმედებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ქუთაისის უნივერსიტეტთან, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ბათუმის საზღვაო აკადემიასთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან.
ამასთანავე, იუსტიციის სასწავლო ცენტრს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატსა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციასთან (ELSA) აქვს გაფორმებული.
-
იუსტიციის სასწავლო ცენტრში ზოგადი მენეჯმენტის ტრენინგი ჩატარდება
by საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი
-
იუსტიციის სასწავლო ცენტრში საზოგადოებრივი ცენტრების ოპერატორთა გადამზადების კურსი იგეგმება
by საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი
-
იუსტიციის სამინისტროს ყვარლის სასწავლო ცენტრში მიგრაციის საკითხებზე ტრენინგი გაიმართება
by საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი