ინფორმატიკით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის “ევროპის უნივერსიტეტში” ვორქშოპების სერია გაიმართება
“ევროპის უნივერსიტეტი“ ინფორმატიკით დაინტერესებულ აბიტურიენტებს პრაქტიკულ ვორქშოპებზე გიწვევთ.
მოსწავლეებს შესაძლებლობა გექნებათ, გაიღრმაოთ ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიებში და მონაწილეობა მიიღოთ პრაქტიკულ აქტივობებში.
ვორქშოპებზე დასწრებით შეძლებთ, გამოცადოთ საკუთარი თავი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში და ვებტექნოლოგიებთან ერთად, შეისწავლოთ ხელოვნური ინტელექტის ელემენტები.
კვალიფიციური მენტორების დახმარებით გექნებათ შესაძლებლობა, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება მომავლის პროფესიაში.
აბიტურიენტებს, ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამას, პროგრამის ხელმძღვანელი, ბესო ტაბატაძე და „ევროპის უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი, ანრი მორჩილაძე გააცნობენ.
ვორქშოპები გაიმართება 15 და 22 თებერვალს და მოიცავს შემდეგ თემებს:
15 თებერვალი, 14:00 საათი – პრაქტიკული ვორქშოპი ვებტექნოლოგიებში: ჩემი პირველი ვებგვერდი
- შესავალი ვებ ტექნოლოგიებში;
- HTML & CSS-ს ტექნოლოგიები;
- პორტფოლიოს აგება.
(პროფესორი: ანრი მორჩილაძე);
22 თებერვალი, 14:00 საათი – AI და გართობა: როგორ ვასწავლოთ AI-ის კომპიუტერული თამაშის მოგება
- ხელოვნური ინტელექტის როლი თამაშებში;
- Minimax ალგორითმი Tic-Tac-Toe-ის მაგალითზე.
(პროფესორი: ბესო ტაბატაძე).
გთხოვთ, სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირდეთ ბმულზე: docs.google.com
ვორქშოპებზე დასწრება თავისუფალია ყველა აბიტურიენტისთვის.
მისამართი: დავით გურამიშვილის 76
გაეცანით თანამედროვე ტექნოლოგიებს და გადადგით პირველი ნაბიჯი წარმატებული კარიერისკენ!
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი