საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს და მოადგილეს მასწავლებლობის უფლება ექნებათ – რა ცვლილება შედის კანონში 2025 წელს
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს და მის მოადგილეს მასწავლებლობის უფლება ექნებათ და გარდა ამისა, შეძლებენ შეთავსებადი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებას სამინისტროს სისტემაში.
შესაბამის ცვლილებას „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში საქართველოს პარლამენტის 2025 წლის საგაზაფხულო სესიაზე განიხილავენ.
საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის თაობაზე მომზადებული გეგმის თანახმად, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს/უფროსის ფუნქციათა შემსრულებელს და მის მოადგილეს მიეცემა უფლება, განახორციელოს პედაგოგიური საქმიანობა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე, საკუთარი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ საჯარო სკოლებში.
გარდა ამისა, კიდევ ერთი ცვლილება იქნება ისიც, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს/უფროსის ფუნქციათა შემსრულებელს და მის მოადგილეს მიეცემა შეთავსებადი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების უფლება სამინისტროს სისტემაში.
როგორც ცნობილია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსებს საჯარო მოხელის სტატუსი მიენიჭათ და თანამდებობაზე მათი დანიშვნა კონკურსის საფუძველზე ხორციელდება. სავარაუდოდ, ზემოაღნიშნული ცვლილება მათი ახალი სტატუსით არის განპირობებული. დეტალები მას შემდეგ დაზუსტდება რაც საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდება.
ასევე იხილეთ:
„იდეალურ სკოლას მყისიერად ნუ მოვინდომებთ“ – საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოლოდინები
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე