ვუნდერკინდი გეზრდებათ? მოემზადეთ ფინანსურად!
ნიუ-იორკში მცხოვრები ალინა ადამსის ვაჟს ნიჭი აქვს. 12 წლის გრეგორი კომპიუტერული პროგრამირებით არის გატაცებული და ამ საქმეში თავის ასაკთან შედარებით განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს. როდესაც ბიჭუნა 10 წლის იყო, ის უნივერსიტეტის პროგრამირების კურსზე მიიღეს, თუმცა მოგვიანებით გადაწვყვიტეს, რომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლა მისთვის ძალიან ადრე იყო. გაბრაზებულმა გრეგორმა საკუთარი საიტი შექმნა, რომლის დახმარებითაც ნებისმიერი ადამიანი, ასაკის მიუხედავად, კოდის შექმნის ხელოვნების შესწავლას შეძლებდა. ბიჭი იზრდებოდა და მისი გატაცება უფრო ძვირადღირებული ხდებოდა. მისთვის საინტერესო პროგრამბის შექმნა სპეციალურ ტექნიკას საჭიროებს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობაც საკმაოდ ძვირი ჯდება. ორი წლის წინ გრეგორიმ მონაწილეობა არაკომერციული ბრიტანული ორგანიზაციის Young Rewired State (YRS) ,,ახალგაზრდა ციფრული გენიოსებისთვის“ განკუთვნილ კონფერენციაში მიიღო. მან გრანტის მოპოვება შეძლო, რომელმაც მისი და მამამისის მგზავრობის ხარჯები დაფარა. თუმცა შედეგ კონფერენციას გრეგორი ვერ დაესწრო, ვინაიდან ეს დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. დედამ აუხსნა მას, რომ გრანტის გარეშე ის ევროპაში გამგზავრებას ვერ შეძლებდა. როდესაც ბიჭმა გაიგო, რომ იგივე ორგანიზაცია ანალოგიურ ღონისძიებებს სხვადასხვა ქვეყანაში ატარებდა, დაინტერესდა იყო თუ არა შესაძლებელი ნიუ იორკში კონფერენციის გამართვა. შედეგად წინა ზაფხულს ბიჭმა ორგანიზება YRS-ის მიერ დაფინანსებულ ღონისძიება თავის ქალაქში გაუწია.
ბიჭის დედა სიტუაციას საღად აღიქვამს. მისი თქმით, შესაბამისი საშუალების ქონის შემთხვევაში ის გრეგორის ყველა იმ კურსზე ატარებდა, რომელიც ბიჭს დააინტერესებდა. თუმცსა გრეგორის გარდა მას კიდევ ორი შვილის ეზრდება, რომელთაც თავიანთი მოთხოვნილებები აქვთ. ამიტომ მშობლებმა მისი ინტერესებისთვის ადეკვატური თანხა გამოყეს.
ამერიკის შეერთებული შტატების ნიჭიერი ბავშვების ნაციონალური ასოციაციის შეფასებით, მეცნიერეებაში განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ბავშვების წილი 6-დან 10%-მდე მერყეობს. რა თქმა უნდა მშობლების უმრავლესობა დარწმუნებულია იმაში, რომ მისი შვილი განსაკუთრებულია. სპორტით დაკავებული უფრსკლასელების მშობლების მეოთხედი დარწმუნებულია იმაში, რომ მისი შვილი პროფესიონალი სპორტსმენი გახდება. სინამდვილეში წარმატებას მხოლოდ 1% აღწევს. სამწუხაროდ, ხშირად განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების მშობლებს შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები აქვთ და მათ შვილების კერძო გაკვეთილებითა და ძვირადღირებული ტრენერებით უზრუნველყოფა უჭირთ.
ამ საკითხთან დაკაშირებით ფინანსური დაგეგმარების სპეციალისტები ბავშების მშობლებს რიგ რჩევებს აძლევენ. მათი აზრით ოჯახის ბიუჯეტში ჯანსაღი ბალანსის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სპეციალისტების თქმით, უპირველეს ყოვლისა საჭიროა კომპრომისის პოვნა ოჯახის შესაძლებლობებსა და მშობლის სურვილებს შორის. რა თქმა უნდა ყველას სურს საკუთარი შვილისთვის მაქსიმუმის გაკეთება, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად მთელი ოჯახის ცხოვრების დაქვემდებარება მიზანშეწონილი არ არის. ბავშვის მშობლებმა რაციოალურად უნდა გათვალონ საკუთარი შესაძლებლობები და თავზე დიდი ფინანსური ვალდებულებები არ უნდა აიღონ. ამიტომ სპეცილისტები პირველ რიგში საკუთარი ბიუჯეტის გათვლას გვთავაზობენ.
ამავე დროს მშობელი უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რისი მიღწევა სურს. როგორც კი თქვენი შვილი სხვადასხვა შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღებას დაიწყებს, კერძო ტრენერებისა და პედაგოგების მოძებნა მოგიწევთ. ექსპერტების თქმით, ნიჭიერი ბავშვის გაზრდა ძვირი სიამოვნებაა. ამიტომ ისინი მცირედით დაწყებას გვირჩევენ. მაგალითად, თუ ბავშვს სახვითი ხელოვნების ნიჭი აქვს, უყიდეთ მას ხარისხიანი მასალები შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ატარეთ ის მუზეუმებსა და გალერეებში. აუცილებლად შეინახეთ მისი ნამუშერვრები, რათა მან საკუთარი პროგრესის დანახვა და შეფასება შეძლოს. ასევე მოიძიეთ სასტიპენდიო პროგრამები და ფონდები, რომლებიც ნიჭიერი ბავშვების განვითარების ხელშეწყობით არიან დაინტერესებულნი.
ექსპერტების თქმით მშობლებმა პირადი დანაზოგი სისტემატურად უნდა აკონტროლონ. შვილის ნიჭიერების განვითარება და დახვეწა ყველას სურს, თუმცა ეს ღირსეული ცხოვრებისა და სიბერის ფასად არ უნდა მოხდეს. მთავარი ბალანსის შენარჩუნებაა. შეიძლება თქვენი შვილი ფეხბურთს მართლაც ძალიან კარგად თამაშობს, თუმცა პროფესიულ სპორტში დიდი შემოსავლის მოპოვების შანსი მინიმალურია. ამიტომ შვილის მითიური სიდიადის დევნაში საკუთარი ოჯახის რთულ ეკონომიურ მდგომარეობაში ჩაგდება ნამდვილად არ ღირს.
თუმცა ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს სამოყვარულო შეჯიბრებებში მონაწილეობაზე უარი უნდა უთხრათ. ასევე მნიშვნელოვანია ანახოთ თქვენ შვილს, რომ ის ღირსეულია როგორც პიროვნება, თავისი ნიჭის მიუხედავად.
წყარო: BBC
მოამზადა თეა ინაშვილმა