„ვმუშაობთ კონცეფციაზე, რომ სკოლები საფეხურებად დაიყოს – გაჩნდეს მხოლოდ დაწყებითი, ან საშუალო საფეხურის სკოლები“
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აცხადებს, რომ სამინისტრო მუშაობს კონცეფციაზე, რომლის თანახმადაც შესაძლებელია, სკოლები საფეხურების მიხედვით დაიყოს. მაგალითად გაჩნდეს მხოლოდ დაწყებითი, ან მხოლოდ საშუალო საფეხურის სკოლები.
მისივე თქმით, დაწყებით სკოლებში სასკოლო მზაობის ჯგუფები იქნება ინტეგრირებული.
“გვაქვს კონცეფცია, რომელსაც დავამუშავებთ, რომ ახალი სკოლები, რომლებსაც ავაშენებთ, იყოს არა ისეთი, სადაც ყველა საფეხურია დაწყებითი, საბაზო, საშუალო, არამედ კონკრეტული საფეხურის. მაგალითად დაწყებითი სკოლები, ან მაგალითად მხოლოდ საშუალო სკოლები.
„ეს არის რეფორმის კონცეპტუალური ხედვა საერთაშორისო პრაქტიკით. ჩვენ დაგვჭირდება მოფიქრება, ეტაპობრივად როგორ გადავხედოთ ამ გეგმას. თუმცა არსებული სკოლების შემთხვევაში, სადაც საბჭოთა ტიპის ორ, სამ და ხუთსართულიანი შენობებია, დაგვჭირდება გადავხედოთ ამ გეგმას, რადგან ამ შენობებს ვერაფერს ვერ მოვუხერხებთ.
ახალი სკოლების შემთხვევაში კი ეს გეგმა არის. დაწყებითი სკოლები სადაც იქნება, იქ ინტეგრირებული უნდა იყოს სასკოლო მზაობის ჯგუფები, სკოლამდელი და დაწყებითი განათლება; 5-6 წლიანი სკოლა და დაწყებითი იქნება გაერთიანებული, ასე რომ, ბევრი აქტუალური თემაა, რომელსაც მივყვებით და ვალაგებთ”, – განაცხადა ირინა აბულაძემ.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
გამოქვეყნდა მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო 2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, როგორ შეფასდება ტესტები აბიტურიენტის, სამაგისტრო, საგრანტო და მასწავლებლის გამოცდებზე 2026 წელს
by ARIS.GE-განათლება
-
ხიდები, რომლებსაც სიყვარული და სახელმწიფო ენა აშენებს – პირველი ქართული სექტორის ისტორიული ნაბიჯები ბოლნისში
by განათლებული ბლოგი