GE

„წარმატებულ სტუდენტებს დავეხმარებით გარანტირებული დასაქმებით პარტნიორ კომპანიებში“ – IT აკადემია Step

თანამედროვე რეალობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტექნოლოგიების ფლობას, რაც ადამიანმა ადვილი შესაძლებელია სკოლის ასაკიდანვე შეისწავლოს. IT აკადემია Step არის სასწავლო დაწესებულება, სადაც სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს, როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე მოზრდილებსაც ასწავლიან და შემდეგ მათ დასაქმებაზეც ზრუნავენ. კონკრეტულად რა საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს დაწესებულება და რა პერსპექტივებია აქვთ IT აკადემია Step-ის სტუდენტებს, ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი სალომე სუხიაშვილი ესაუბრება.

– რატომ უნდა აირჩიოს ადამინმა IT აკადემია Step, რა პრივილეგიები ექნება?

– IT აკადემია Step არის საერთაშორისო ბრენდი, რომელიც წარმოდგენილია 20 ქვეყანაში 82 -ზე მეტი ფილიალით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის Microsoft Cisco da Autodesk ერთ-ერთი უმსხვილესი ავტორიზებული ცენტრი.

ამ კითხვას ბევრი ადამიანი უსვამს ერთმანეთს პირად საუბრებში. პასუხი მარტივია: მისი სახელი თვითონ საუბრობს თავად აკადემიაზე.  მისი ფილიალების რიცხოვნობა დღითიდღე იზრდება მსოფლიოს მასშტაბით. იზრდება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა რაოდენობაც.  მათი სუპერ პროფესიონალიზმი და კომპეტენციები განაპირობებს იმ ორგანიზაციის პრესტიჟს, სოლიდურობასა და ტრენდულობას, სადაც ისინი ჩამოყალიბდნენ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად. სწორედ STEP-მა მისცა ეს ოქროს ბილეთი – პროფესია მათ მომავალი ცხოვრებისთვის.

აიტი აკადემია “სტეპი” უზრუნველყოფს ყველა თავის სტუდენტს უახლოესი კომპიუტერული ტექნიკით, შეასწავლის მათ როგორც საბაზისო, ისე უმაღლეს სპეციალიზირებულ პროგრამებს. რობოტოტექნიკის კაბინეტებში ბავშვებს და მოზრდილებს შეუძლიათ დაკავდნენ პრაქტიკული და შემოქმედებითი სამუშაოებით და შექმნან ელექტრონული, პროგრამირებადი და რადიო მართვადი მანქანები.

აიტი აკადემია “სტეპის” განკარგულებაშია აუდიტორიები, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ დაკავდნენ სამეცნიერო სამუშაოებით, მითაფებით, თავისი იდეების გენერირებით სტარტაპებში. აკადემიის ადმინისტრაცია და ლექტორთა კოლექტივი  ყურადღებას და მზრუნველობას არ აკლებენ  სწავლების პროცესში, ხელს უწყობენ მათ განვითარებას როგორც ინტელექტუალურ, ისე ტექნოლოგიურ ჭრილში.

საქმე ისაა, რომ IT აკადემია Step-მა მოძებნა გონივრული, დიდაქტიკური საფუძველი პერსონალური კომპიუტერის მუშაობის ლოგიკასა და ადამიანის სასწავლო საქმიანობის განაწილების ლოგიკას შორის. კომპიუტერთან წარმატებული მუშაობისთვის, ჩვენი ლექტორები ეტაპობრივად უვითარებენ სტუდენტებს ალგორითმულ აზროვნებას, რითაც ჩვენი სტუდენტები წარმატებით ართმევენ თავს მთელი ტექნოლოგიური სწავლების სისტემურ გადატრიალებას. ლექტორებს და სტუდენტებს შორის პრინციპულად ახალი ურთიერთობები ყალიბდება, სტუდენტები ითვისებენ მოქმედების ახალ ფორმებს სასწავლო სამუშაოს საშუალებების ცვლილებებთან და მისი შინაარსის სპეციფიკურ გადატრიალებასთან დაკავშირებით. ამის შედეგად მივაღწიეთ და გადავლახეთ კომპიუტერული სწავლების ყველანაირი სირთულეები.

ჩვენი სასწავლო-მეთოდოლოგიური სისტემა სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ ჩვენ შეგვიძლია ნათლად განვსაზღვროთ მიზნები, დასახული ამოცანები, პროგრამის შინაარსი და ამავდროულად მოსწავლეების მაღალი მაჩვენებლები მივიღოთ. სტეპი ქმნის სასწავლო საშუალებებს, რომლებიც მონაწილეების აქტიურ აზროვნებას უწყობს ხელს. ჩვენ ვაკეთებთ სტუდენტების მოტივაციის ტრანსფორმაციას, ასევე ვამჟღავნებთ მათში აქამდე მიუწვდომელ, გადაწყვეტილებების უამრავი სხვადასხვა ვარიანტის გაფართოების თვისებებს და მათ დონეს.

IT აკადემია STEP-მა ეფექტურად მოიძია ყველა საშუალება მონაწილეთა აზროვნების განვითარების და ფორმირებისთვის, დანერგა განათლების კონცეფცია, რომლის ძირითადი მიზანია ცოდნის, უნარ-ჩვევების დაგროვება, რაც აუცილებელია პროფესიონალური ფუნქციებისთვის, მაშინ როცა სწავლების ძველი კონცეფცია უკვე აღარ შეესაბამება მის მოთხოვნებს.

– რა საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებთ და კურსის ხანგრძლივობა რამდენია?

– IT აკადემია Step-ში მიღება ხორციელდება  9 წლიდან, გვაქვს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებად დაკომპლექტებული ჯგუფები, სადაც სასწავლო პროგრამა და პერიოდი განსხვავებულია.

მცირე IT აკადემია – ეს არის კომპიუტერული საგანმანათლებლო აკადემია 9-14 წლის ბავშვებისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს მათ მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენონ კომპიუტერთან გატარებული დრო.

საინტერესო სასწავლო პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ბავშვებს თავი მოსინჯონ:

  • თამაშების დეველოპერებად,
  • დამწყებ პროგრამისტებად,
  • რობოტოტექნიკის ინჟინრებად,
  • გამომგონებლებად,
  • ვებ-გვერდების შემქმნელებად,
  • კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებად,
  • დიზაინერებად,
  • 3D ანიმატორებად,
  • ფოტო-ვიდეო მემონტაჟეებად,
  • ვიდეო ბლოგერებად.

ადრეული ასაკიდან 15-18 წლამდე ასაკის მოზარდებს, სკოლის პარალელურად პროფესიის დაუფლება არათუ ხელს შეუშლის განვითარებაში, არამედ პირიქით შეიტანს მათ ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებს, IT აკადემია STEP სტეპერებთან ერთად განუვითარებს მათ ყველა საჭირო პროფესიულ უნარ-ჩვევებს, დაეხმარება მათ მომავლის პროფესიების დაუფლებაში, რომელიც გამოადგებათ ნებისმიერ სფეროში, სადაც არ უნდა გადაწყვიტონ მომავალში კარიერული ზრდა-განვითარება.

პროფესია – „კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი სკოლის პარალელურად“:

  • ხატვის საფუძვლები
  • დიზაინის შესავალი
  • სოციალური მედია
  • ფოტოგრაფია
  • 2D გრაფიკა

პროფესია – „პროგრამირება სკოლის პარალელურად“

  • ვებ დეველოპმენტი
  • ობიექტურად ორიენტირებული პროგრამირება
  • C# პროგრამირების ენის საფუძვლები
  • თამაშების შექმნა UNITE გენერატორზე

პროფესიული მიმართულება ეხმარება უკვე შემდგარ პროფესიონალებს, ზრდასრულ ადამიანებს ან ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არის 18 წლის ზევით შეიცვალონ პროფესია ან თავიდან დაეუფლონ ახალ და 21-ე  საუკუნის  ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებს, როგორებიცაა:

  • პროგრამირება
  • გრაფიკა და დიზაინი
  • ქსელები და კიბერუსაფრთხოება

პროფესიული მიმართულებები ორიენტირებულია მაღალ სამუშაო ეთიკაზე და მეტ დატვირთვაზე რადგან გაზრდილი იყოს სტუდენტის წარმატება  და იმაზე მალე მიაღწიოს შედეგს, ვიდრე ამას სტატისტიკა აჩვენებს

– როგორია კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი?

– რაც შეეხება გარანტირებულ დასაქმებას, თუ ჩვენი სტუდენტი მაქსიმალურად ეცდება დაეუფლოს მის მიერ არჩეულ პროფესიას, ჩვენ მას გარანტირებული დასაქმებით დავეხმარებით პარტნიორ კომპანიებში.

დღევანდელი ბაზრის სტატისტიკის მიხედვით ვაკანსიების რაოდენობა იზრდება, ხოლო კარგი სპეციალისტების რაოდენობა საგრძნობლად მცირეა.

ჩვენ გვაქვს სპეციალური კარიერული განვითარების პროგრამა, რომლის ფარგლებში ვაწარმოებთ სტუდენტების პირად ისტორიას, შემდგომ  ვუზრუნველყოფთ მათ ტრენინგს და მომზადებას ინტერვიუსთვის, ვეხმარებით პროფესიონალური პორტფოლიოს შედგენაში და ვუშვებთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებში გასაუბრებაზე.

ხილეთ IT აკადემია STEP-ის სასწავლო პროგრამები

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური