GE

წარუმატებლობის მიზეზები TOEFL-ის საგამოცდო ტესტზე

ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი სტუდენტი აბარებს საერთაშორისო ტესტს TOEFL (Test of English as a Foreign Language). სტუდენტთა უმეტესობა გადის მოსამზადებელ პერიოდს, რომლის მიზანია სასურველ კოლეჯში ან უნივერსიტეტში მოხვედრა. რამდენადაც TOEFL ინგლისური ენის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავრცელებული გამოცდაა, რომლის რეზულტატებსაც იღებს და აღიარებს მსოფლიოს უნივერსიტეტთა უმრავლესობა, სტუდენტების უმრავლესობაც პედაგოგთა დაჟინებული რჩევის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ჩააბაროს სწორედ ეს ტესტი, კერძოდ კი – TOEFL iBT.

თუმცა, ტესტის ჩამბარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მარცხს განიცდის. რატომ? თუ დავეყრდნობით კონკრეტულ დეტალებსა და სტუდენტთა გამოკითხვებს, შესაძლებელია წარუმატებლობის გამომწვევი სამი ძირითადი მიზეზი გამოვყოთ.

1. ძალიან რთულია “დაედევნო” ტესტს: რაც ნიშნავს, რომ ძალიან რთულია ”სწორი” პასუხების ჩაწერა დროულად. ტესტის მონაწილე არ უნდა იყოს ორიენტირებული ტესტის ტრადიციული მეთოდით შევსებაზე, რამდენადაც ტესტის ჩაბარებისას მოითხოვება ერთდროულად მოსმენა და საუბარი მიკროფონში. შესაბამისად სტუდენტთა უმრავლესობა ემზადება არასწორი მეთოდის გამოყენებით, ანუ ვერ საუბრობენ ინგლისურ ენაზე იმ დონეზე, როგომელიც აუცილებელია უნივერსიტეტისთვის.

გამოსავალი: ინგლისურენოვან მოსაუბრესთან საუბრის პრაქტიკა – რამდენადაც ეს შესაძლებელია. ყოველთვის, საუბრის დროს, თქვენი ტვინი აგნებს სწორ გზებს, რაც გეხმარებათ საუბრის მიმდინარეობისას აზრის დალაგებაში.

2. კითხვა: დგება შემდეგი შეკითხვა – რა სიხშირით კითხულობთ ინგლისურენოვან გაზეთებს – ხოლო შემდეგ წაკითხულზე მსჯელობთ ან აკეთებთ რეზუმეს? TOEFL-ის ტესტი არ წარმოადგენს მხოლოდ განათლების სფეროს საგამოცდო ტესტს, უმეტესწილად ის ამოწმებს ინგლისური ენის გამოყენების შესაძლებლობებს სხვადასხვა გარემოებებსა და სიტუაციებში, არამხოლოდ აუდიტორიის პირობებში, არამედ მის გარეთაც.

გამოსავალი: წარმატების შანსი მეტად აქვთ იმ სტუდენტებს, რომლებიც ბევრს კითხულობენ (წიგნებს, ჟურნალებს, გაზეთებს) საკუთარი სურვილით და წაკითხულს მეგობრებთან ერთადაც განიხილავენ. კითხვის პრაქტიკა ძალიან სასარგებლოა უამრავი უნარის შეძენისა და სრულყოფისათვის. გარდა ამისა, ტესტისათვის მოსამზადებელ პერიოდს უფრო მრავალფეროვანსა და მიმზიდველს ხდის.

3. “TOEFL სიტყვები”: ტესტში გვხვდება ხშირად გამოყენებადი სიტყვები – “TOEFL Words”-ის დიდი რაოდენობა. შეუძლებელია იმის გამოცნობა, თუ რომელი სიტყვათა კრებული შეგხვდებათ თქვენს ტესტში, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, ივარჯიშოთ და დაიმახსოვროთ ასეთი სიტყვების გარკვეული რაოდენობა, რომელიც წინა ტესტებიდან მეორდება.

გამოსავალი: “TOEFL Words”-ის შესწავლა და პრაქტიკული მეცადინეობა საჭიროა ყოველდღიურად. უდავოა, რომ ამ ტესტზე მომზადების პროცესი განსხვავდება ჩვეულებრივი გამოცდისთვის საჭირო მოსამზადებელი პროცესისგან, მაგალითად, მათემატიკის ან საბუნებისმეტყველო საგნების გამოცდებისგან. TOEFL-ის ჩაბარებისას აუცილებელია კომპიუტერთან ”საუბარი”, ხოლო თქვენს ”საუბრებს” შეაფასებენ ადამიანები. თუკი ყოველდღიურად მცირეოდენ დროს დაუთმობთ TOEFL ტესტისათვის მეცადინეობას და მომზადებისთვის გამოიყენებთ რაც შეიძლება მეტ ხარისხიან რესურსს, თქვენ სწორი გზით წახვალთ და აუცილებლად გადადგამთ ნაბიჯს წარმატებისაკენ.

წყარო: http://ubr.ua

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური