ხელფასი 11 000, 10 000 და 9 980 ლარი – განათლების სამინისტროს ერთ-ერთი უწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – განკარგულება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ 2026 წლის 9 იანვარს გამოცემული განკარგულებით, დადგინდა თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშების წესისგან განსხვავებული, საგამონაკლისო წესი, რომელიც გავრცელდება განათლების სამინისტროს ერთ-ერთი სსიპ-ში დასაქმებული კონკრეტული თანამდებობის პირებზე.
ხელფასი კი 11 ათასი, 10 ათასი, 9 და 8 ათასი და მეტია.
კერძოდ, გამოიცა განკარგულება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშების წესისგან განსხვავებული საგამონაკლისო წესის შესახებ.
აღნიშნულის თანახმად, EMIS-ის (განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) ქვემოთ ჩამოთვლილ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს შემდეგი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
წინამდებარე წესის პირველი მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობების სარგო განისაზღვროს შემდეგნაირად:
- ანალიტიკოსი/ბიზნეს ანალიტიკოსი – არაუმეტეს 8 250 ლარისა;
- პროგრამისტი (უფროსი) – არაუმეტეს 9 980 ლარისა;
- პროგრამისტი (არქიტექტორი) – არაუმეტეს 11 000 ლარისა;
- კომპიუტერული სისტემების ადმინისტრატორი (უფროსი) – არაუმეტეს 9 980 ლარისა;
- კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი (უფროსი) – არაუმეტეს 9 980 ლარისა;
- კომპიუტერული ქსელების/ან/და სისტემების არქიტექტორი – არაუმეტეს 9 680 ლარისა;
- ქსელური და სისტემური ინფრასტრუქტურისა ან/და მართვის სისტემების მთავარი არქიტექტორი – არაუმეტეს 11 000 ლარისა;
- ინფორმაციული უსაფრთხოების მთავარი მენეჯერი ან/და კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციელისტი – არაუმეტეს 10 650 ლარისა.
ირაკლი კობახიძის განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2026 წლის 1-ელი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
რა ვალდებულებები ექნებათ ზემოაღნიშნულ თანამდებობებზე დასაქმებულ პირებს, ამის თაობაზე იხილეთ პრემიერის განკარგულება.
-
კანონში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც 6 წელს მიღწეულ ბავშვებს პირველ კლასში აღარ ჩარიცხავენ, ომბუდსმენი შეისწავლის
by ARIS.GE-განათლება
-
გაიზარდა 2026 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩასარიცხ აბიტურიენტთა რაოდენობები პროგრამების მიხედვით – ახალი დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ვინ არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორის მოადგილე – ბიოგრაფია
by ARIS.GE-განათლება