“ხელოვნური ორგანოები თანამედროვე ქირურგიაში: გამოყენების სფეროები, პერსპექტივა”
12 აპრილს თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის დაბადების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
11.00 საათზე ფიქრის გორაზე (ჭიაურელის ქ. 19) ნინო ჯავახიშვილის მემორიული დაფა გაიხსნება.
12.30 საათზე აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის დაბადების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია “ხელოვნური ორგანოები თანამედროვე ქირურგიაში: გამოყენების სფეროები, პერსპექტივა” გაიმართება.
კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის – “ხელოვნური სისხლმიმოქცევის პორტატული აპარატის ექსპერიმენტული შემუშავება საველე პირობებში გამოყენებისთვის” ფარგლებში ჩატარდება. აღნიშნული პროექტი გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2012 წლის კონკურსის გამარჯვებულია.
კონფერენციაზე გაიმართება დისკუსა და მრგვალი მაგიდა, რომელზეც გაკეთდება მოხსენებები ხელოვნური ორგანოების ქირურგიულ პრაქტიკაში გამოყენებისა და კლინიკურ–მორფოლოგიური ასპექტების შესახებ.
მისამართი: ჭიაურელის ქ.№2, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, სააქტო დარბაზი.
-
დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი