„საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლი და საქმიანობა საქართველოში“ – SANGU-ში საჯარო ლექცია გაიმართება
18 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, სანგუში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ენდრიუ ჯუელი, თემაზე – „საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლი და საქმიანობა საქართველოში“, საჯარო ლექციას გამართავს.
უნივერსიტეტის მიერ 12 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლექციის ფარგლებში მომხსენებელი ისაუბრებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლზე გლობალურ ეკონომიკაში, ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკასა და იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებსაც ფონდი საქართველოში ახორციელებს.
საჯარო ლექციის სასაუბრო ენა ინგლისურია, მასზე დასწრება თავისუფალია.
ენდრიუ ჯუელი 2023 წლის აგვისტოდან არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის, IMF-ის, მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში. მანამდე იგი იგივე პოზიციას იკავებდა ბოსნია და ჰერცეგოვინაში. 2010 წლიდან, ფონდში მუშაობის პერიოდში, კურირებდა დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ვალის მდგრადობის საკითხებს და იყო უფროსი ეკონომისტი ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ალჟირი, ბელგია, საფრანგეთი, ლატვია და ირლანდია.
IMF-ში მუშაობამდე, იგი ათი წლის განმავლობაში მუშაობდა ეკონომისტად აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში, მათ შორის იყო პარიზის კლუბში აშშ-ის ხაზინის მომლაპარაკებელი. ასევე, სამი წლის განმავლობაში საქმიანობდა ფინანსურ ანალიტიკოსად ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკში.
ენდრიუ ჯუელს მიღებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების უმაღლეს სკოლაში.
-
SANGU-ს ორი სტუდენტი, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ იტალიურ უნივერსიტეტში გაემგზავრა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
„ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“ – SANGU-ში მაგისტრანტებისთვის პრაქტიკული სემინარი გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს პროფესორები სამუშაო ვიზიტით რომის მერკატორუმის უნივერსიტეტს ეწვივნენ
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი