იპოვე მითითებული სიტყვა კროსვორდში და გამოიცანი პროფესია – აქტივობათა კრებული მოსწავლეებისთვის
ავტორი: ანა გონაშვილი – თბილისის 108-ე და 97-ე საჯარო სკოლების უფროსი სპეციალური მასწავლებელი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:
ბავშვის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებს, რომლებიც აერთიანებს სწავლასა და თამაშს. გთავაზობთ პროფესიების აქტივობების კრებულს, რომელიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
იხილეთ: პროფესიების აქტივობების კრებული
როგორ უწყობს ხელს აღნიშნული კრებული ბავშვების განვითარებას?
კრებული ბავშვებს ეხმარება, გაიცნონ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოების ცხოვრებაში. დავალებების შესრულების პროცესში ბავშვები სწავლობენ დაკვირვებას, ასოციაციური კავშირების დამყარებასა და ინფორმაციის გაანალიზებას, რაც ხელს უწყობს მათი აზროვნების, ლოგიკური მსჯელობისა და ყურადღების უნარების განვითარებას.
განვიხილოთ თითოეული მათგანი:
ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება – ბავშვები ანალიზის გზით პოულობენ და აწყობენ არეულ ასოებში დამალულ სიტყვებს, ასევე აღწერის მიხედვით ასკვნიან, რომელ პროფესიაზეა საუბარი.
დაკვირვებისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარის განვითარება – სიტყვებისა და ნახატების შესაბამისობის მოძებნისას, ასევე კროსვორდში მითითებული სიტყვების პოვნით.
ლექსიკური მარაგისა და მეტყველების უნარის განვითარება – ბავშვები ეცნობიან ახალ სიტყვებს (პროფესიებს) და სწავლობენ მათ აღწერასა და გამოყენებას.
ასოციაციური აზროვნების განვითარება – სიტყვების, აღწერებისა და ვიზუალური მასალის ერთმანეთთან დაკავშირების პროცესში.
წვრილი მოტორიკის განვითარება – ამოჭრისა და სხვადასხვა ნაწილის სწორად შესაბამისობის პროცესში.
ამრიგად, პროფესიების აქტივობების კრებული ბავშვებისთვის წარმოადგენს საინტერესო და სასარგებლო საგანმანათლებლო რესურსს. ასეთი აქტივობები ხელს უწყობს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას და სწავლის პროცესს უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის.
ასევე იხილეთ: