ოლიმპიადის პირველ ტურზე რეგისტრირებული 25 911 მოსწავლიდან დასკვნით ტურში 625 მოსწავლე გადავიდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2025–2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი ტური დასრულდა.
NAEC-ის 12 მარტს გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ოლიმპიადის პირველ ტურში რეგისტრირებული იყო 25 911 მოსწავლე, რომელთაგან ტესტირებაში მონაწილეობა 19 641-მა მოსწავლემ მიიღო. პირველი ტურის შედეგების საფუძველზე მეორე ტურში 7 828 მოსწავლე გადავიდა, ხოლო მეორე ტურში მონაწილეობა 4 146-მა მოსწავლემ მიიღო. ოლიმპიადის მესამე, დასკვნით ტურში 625 მოსწავლე გადავიდა.
ვინ ითვლება გამარჯვებულად:
ოლიმპიადის გამარჯვებულად მიიჩნევა ის მოსწავლე, რომელიც შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს დააგროვებს და შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის მოხვდება.
“შედეგების საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებულები, დიპლომებით, სიგელებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. ასევე, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, გახდნენ საქართველოს ნაკრები გუნდების წევრები და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ოლიმპიადებში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის ყოველწლიურად 3 ეტაპად ტარდება. ოლიმპიადის შედეგებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვებგვერდზე გამოაქვეყნებს”, – განმარტავს გამოცდების ცენტრი.
-
რამდენი ზღვარგადალახული აბიტურიენტი დარჩა უნივერსიტეტის მიღმა – ოფიციალური მონაცემები
by აბიტურიენტებისათვის
-
სტუდენტთა რეიტინგული სია, რომლებმაც 2026 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
უცხოეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის გამოცდა 3 სექტემბერს ჩატარდება
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი