„გაზაფხულის პირველი ყვავილი“ – საბაუნიში კულტურულ-შემოქმედებითი საღამო გაიმართება
13 მარტს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის გაიმართება კულტურულ-შემოქმედებითი საღამო, სახელწოდებით „გაზაფხულის პირველი ყვავილი“, რომელიც გაზაფხულის, შემოქმედებისა და თვითგამოხატვის იდეას აერთიანებს.
უნივერსიტეტის მიერ 11 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გელოდებათ:
- სტუდენტური ნამუშევრების გამოფენა;
- პოეზიის საღამო;
- შემოქმედებითი აქტივობები;
- მუსიკალური ნომერი.
საღამო ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის, ანი ქადაგიშვილისა და სტუდენტურ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით გაიმართება.
ღონისძიებაზე დასწრებისთვის საჭიროა, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი