GE

ზმნიზედებისა და ზმნისწინთა მართლწერა (სავარჯიშოები მეცადინეობისათვის)

ავტორი: ქეთევან გოჩიტაშვილი

ზმნიზედების მართლწერა

დაიმახსოვრეთ:

მოქმედებითი ბრუნვის ფორმისგან მიღებული ზმნიზედების ბოლოს იწერება -თ (და არა: -დ):

შიგნით, უნებლიეთ, ზევით / ზემოთ, ქვევით / ქვემოთ, წინათ, გარეთ…

ზმნიზედებთან, რომლებიც მიღებულია ვითარებითი ბრუნვის ფორმისგან, იწერება -დ (და არა: -თ):

მოულოდნელად, ცუდად, უეცრად, უცბად…

სწორი ფორმებია:
ალბათ, აქეთ-იქით; აქედან, აქეთკენ – იქიდან, იქით-კენ ფორმები (და არა: იქეთ, აქით…).

მართებული ფორმებია:
ახლა, ახლავე, ახლახან, ასე, ასე რომ, ასე შემდეგ

სწორად და სწორედ – ორივე ფორმის ხმარება მართებულია, მაგრამ ისინი განსხვავებული მნიშვნელობის არიან:

სწორად ფორმას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს: თანაბრად, პირდაპირ, უშეცდომოდ, მართებულად. მაგ.: სწორად ვკითხულობ; სწორად (ე. ი. მართებულად) ვწერ…
სწორედ იხმარება ზუსტად, სახელდობრ, ნამდვილად, მართლაც სიტყვების შესაბამისად: სწორედ ამიტომ წავედი; სწორედ ეგ მინდოდა მეთქვა…

დასასრულ ფორმა უნდა ვიხმაროთ ზოგადად მოქმედების დამთავრების მნიშვნელობით და მძიმით გამოვყოთ: დასასრულ, უნდა შევეხოთ ერთ საკითხს.

მაგრამ თუ „დასასრული“ ნახმარია ამა თუ იმ ღონისძიების ბოლო ნაწილის მნიშვნელობით, მაშინ მიცემითი ბრუნვის -ს ნიშანი აუცილებელია: სხდომის დასასრულ-ი, სხდომის დასასრულ-ს… მაგ.: კონფერენციის დასასრულს გაიმართა მიღება.

და-თი დაკავშირებული ზმნიზედები იწერება ერთად:
ხანდახან, თანდათან, გზადაგზა, დღედაღამ (მაგრამ: დღე და ღამე), წინდაწინ, პირდაპირ, ფეხდაფეხ, წამდაუწუმ, მაინცდამაინც.

ცალ-ცალკე იწერება: ბოლოს და ბოლოს (მცდარი ფორმაა: ბოლო-ბოლო) მხოლოდ და მხოლოდ, უფრო და უფრო, არამც და არამც, კვლავ და კვლავ…

ფუძეგაორკეცებული ზმნიზედები დეფისით უნდა დაიწეროს:
ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა, ნაპირ-ნაპირ,
ჩუმ-ჩუმად, ჯგუფ-ჯგუფად…

ერთად იწერება შერწყმული ზმნიზედები:
დიდხანს, ცალმხრივ, დღითიდღე, ყოველმხრივ,
მეტისმეტად, დროგამოშვებით…

ზემო, ქვემო თანხმოვანმოკვეცილი ზმნიზედები მიმღეობურ ფორმებთან ერთ სიტყვად იწერება:
ზემოაღნიშნული, ზემოგანხილული, ზემოდასახელებული, ზემოჩამოთვლილი, ქვემოაღნიშნული, ქვემომოხსენებული და მისთ.

პარალელურად გვხვდება:
ზემოთ აღნიშნული, ქვემოთ დასახელებული…

დროის ზმნიზედა გადმოიცემა მიცემითი ბრუნვის ფორმით, თუმცა თანდათან მოხშირდა სახელობითი ბრუნვის გამოყენების შემთხვევები…. უმჯობესია მიცემითი ბრუნვა გამოვიყენოთ:

ელოდა მთელ დღეს, უცდიდა ორ წელს, იარა ორ დღეს…

სავარჯიშოები:

I. გახაზეთ სწორი ფორმები:

ნელ-ნელა; ჩქარჩქარა; ბოლოსდაბოლოს; უნებლიედ; აქით; დიდი ხანი ელოდა; მაინც-დამაინც; დიდხანს; იქეთ; სრულიად; მოულოდნელათ; ნაბიჯნაბიჯ; შედეგად; მხოლოდდამხოლოდ; ალბად; ზემო აღნიშნული; ზევით; ხუთი დღე ელოდა; აბსოლიტურად; ზემოდასახელებული; წინად; ქვემოთ-მოხმობილი; ზემოაღნიშნული; ქვევით; ზემოთაღნიშნული; შვიდ წელს მუშაობდა; იოლათ; აუცილებლათ.

II. გაასწორეთ შეცდომები:

უცბათ ხმაური შემომემა.
უფროდაუფრო გალამაზდა.
მშვიდათ შეხვდა ამ ამბავს.
ამაოთ ვიარე, ვერაფერი ვიპოვე.
მაინც და მაინც დღეს მოხდა ყველაფერი.
ეკა ხშირათ მოგზაურობს.
წინად ცხოვრება ჭირდა.
უცბათ ამინდი შეიცვალა.
დრო გამოშვებით სოფელშიც ჩადიოდა.
ახლახანს ევროპაში ვიმოგზაურე.
ის ყოველ-მხრივ მოწესრიგებული ადამიანია.
აშკარათ გამოიკვეთა პრობლემა.
ეს პროექტი ეხლახანს დაამტკიცეს.
იქედან კარგი ამბები ისმის.
ჩვენც სწორად მაგას ვამბობდით.
დასასრულს მინდა მადლობით დაგემშვიდობოთ.
ჯერ-ჯერობით არაფერი შეცვლილა.
მან უნებლიედ შეხედა ნოდარს.
მეც იქეთკენ მივდივარ.
გარედ ცივა.
მან სწორედ მიპასუხა.
ის უპრობლემოთ ცხოვრობს.
ნელნელა უახლოვდებოდნენ მიზანს.
მან სრულიათ ახლებურად დაინახა პრობლემა.
ბოლო-ბოლო პრემიერა გაიმართა.
იქეთ, მდინარის მეორე ნაპირას, ბიძაჩემი ცხოვრობს.
ის დღე და ღამ მუშაობდა.
აქითკენ ახალი შენობები ააშენეს.
დიდ ხანს ფიქრობდა ახალ ამბავზე.
სიცილსიცილით მიდიოდნენ ახალგაზრდები.
ნელნელა ყველაფერი შეიცვალა.
შენც იქედან ხარ?
ნაწილნაწილ დატოვეს შენობა.
ისინი ჯგუფ-ჯგუფათ ერთიანდებოდნენ.
მან უცბათ მიიღო გადაწყვეტილება.
პატარას ტკბილათ ჩაეძინა.
მალმალე იცვლება მისი გადაწყვეტილებები.
ის ხშირ-ხშირათ იმოწმებდა ცნობილ ადამიანთა გა-მონათქვამებს.
აუცილებლათ მოვალ.
იქედან როდის ჩამოდიხარ?
მან უპრობლემოთ მოაგვარა საკითხი.
ის სისტემატურათ ესწრება სხდომებს.
თამარი უფროდაუფრო გალამაზდა.

ზ მ ნ ი ს წ ი ნ თ ა     მ ა რ თ ლ წ ე რ ა

დაიმახსოვრეთ:

აღ-, გან- ზმნისწინების გამოყენებისას:

1) ზმნისწინი ზმნის თავში დართული ნაწილია, მისი გათიშვა არ შეიძლება. არასწორია: ავღნუსხე, ავღწერე, ავღრიცხე, ავღშფოთდი… უნდა ვთქვათ და ვწეროთ:

აღ-ვ-ნუსხე, აღ-მი-ნიშნავს, აღ-ვ-წერე,
აღ-ვ-რიცხე, აღ-ვ-ზარდე, აღ-ვ-შფოთდი.

2) გან- ზმნისწინი არ უნდა გავთიშოთ: სწორი ფორმაა გან-მათავისუფლეთ (და არა: გა-მა-ნ-თავისუფლეთ).

ასე რომ, მართებული ფორმებია:

გან-ათავისუფლებს (ან გა-ათავისუფლებს), გან-ასხვავებს, გან-ავითარებს, გან-აზოგადებს, გან-ამტკიცებს.

წარსულ დროში: გან-ათავისუფლა (ან გა-ათავისუფლა), გან-ასხვავა, გან-ავითარა, გან-აზოგადა, გან-ამტკიცა.
აწმყო დროში: ასახიერებს, ათავისუფლებს, ასხვავებს, ავითარებს, აზოგადებს, ამტკიცებს (და არა: ანსახიერებს, ანთავისუფლებს, ანსხვავებს, ანვითარებს)…
რა მიქნია? გან-მი-სახიერებია, გან-მი-თავისუფლებია, გან-მი-სხვავებია, გან-მი-ზოგადებია…

სავარჯიშოები:

I. გაასწორეთ შეცდომები:

1. ის ყველა მოვალეობისაგან გაანთავისუფლეს.
2. როგორც ავღნიშნეთ, პრობლემა სერიოზულია.
3. ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლა XX საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან დაიწყო.
4. ჩვენ ვანხორციელებთ ამ გეგმას.
5. ბევრი დაავადება, სამწუხაროდ, დღესაც ვერ ინკურნება,
მედიცინა უძლურია მათ წინაშე.
6. ის ანზოგადებდა სათქმელს.
7. გთხოვთ, გამანთავისუფლოთ გაკვეთილებიდან ობიექტური მიზეზების გამო.
8. ჩვილები სიყვარულით ავღზარდეთ.
9. ქალბატონი ელენე გამოცდილი პედაგოგია და დღემდე არაერთ თაობას ღზრდის
10. ვერ ვანსხვავებთ ერთმანეთისაგან.
11. ამ სტატიაში ჩემი შთაბეჭდილებები ავღწერე.
12. მეცნიერი წარმატებით ანზოგადებს კონკრეტულ ფაქტებს და საგულისხმო დასკვნები გამოაქვს.
13. ამ როლს სოფიკო ჭიაურელი ანსახიერებდა.
14. ყველამ ავღნიშნეთ, რომ თქვენი ორგანიზაციის პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა.
15. ახალი ხელმძღვანელობა მიზანმიმართულად ანვითარებს თავის სტრატეგიულ გეგმას.
16. ლიამ ჩანაფიქრი წარმატებით განახორციელა და საზოგადოების მოწონებაც დაიმსახურა.
17. ჩვენი ფირმა ინტენსიურად ანახლებს თავის ტექნიკას.
18. ეს საგანი ბევრ უნარს ანვითარებს.

II. აწარმოეთ პირველი პირის ფორმები:

გრამატიკული ცნობარი

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური