ზოგი უცხო სიტყვის დაწერილობის პრობლემები ოფიციალურ-საქმიანი დოკუმენტების შედგენისას და არამხოლოდ
EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ სტატიას (N1) ოფიციალურ-საქმიანი დოკუმენტების შედგენისას არსებული სხვადასხვა უცხო სიტყვის დაწერილობის პრობლემების შესახებ სტატიას, რომელიც ეყრდნობა 2024 წელს გამოცემული ოფიციალურ-საქმიანი დოკუმენტების მართლწერის გზამკვლევს.
ბიულეტინი/ბიულეტენი; აბსოლიტურად/აბსოლუტურად
მცდარი ფორმები:
შესაბამისი დოკუმენტაციის გადამოწმებისას გამოვლინდა, რომ 10 ბიულეტინი სხვა დასტაში იყო განთავსებული.
ინციდენტის აღმოფხვრისთანავე განახლდა ხმების დათვლა ბიულეტინების მიხედვით.
ხელშეკრულების მიხედვით, აბსოლიტურად დაუშვებელია სამუშაო დროის არაობიექტური მიზეზით გაცდენა.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ აბსოლიტურად დაუშვებელია ამ სახით ხელშეკრულების დადება.
განმარტება: ფრანგული ენიდან შემოსულ სიტყვაში ბიულეტენი დაბოლოება in გამოითქმის როგორც -ენ, შესაბამისად, სწორი ფორმაა ბიულეტენი (და არა ბიულეტინი). სიტყვა აბსოლუტური კი მომდინარეობს აბსოლუტ-ისაგან. -ურ ბოლოსართის დართვით ვიღებთ ზედსართაულ ფორმას — აბსოლუტურს, აბსოლიტური კი შეცდომაა.
შესაბამისად, წარმოდგენილი უმართებულო წინადადებები ასე გასწორდება: შესაბამისი დოკუმენტაციის გადამოწმებისას გამოვლინდა, რომ 10 ბიულეტენი სხვა დასტაში იყო განთავსებული. ინციდენტის აღმოფხვრისთანავე განახლდა ხმების დათვლა ბიულეტენების მიხედვით. ხელშეკრულების მიხედვით, აბსოლუტურად დაუშვებელია სამუშაო დროის არაობიექტური მიზეზით გაცდენა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ აბსოლუტურად დაუშვებელია ამ სახით ხელშეკრულების დადება.
სერთიფიკატი/სერტიფიკატი
მცდარი ფორმები:
ღონისძიების ფარგლებში სამინისტრო გეგმავს სამხედრო პი რების დაჯილდოებას შესაბამისი სერთიფიკატებით.
სერთიფიკატის ასაღებად მსურველს მოეთხოვება ინგლისური ენისა და კომპიუტერის ცოდნა.
სტატისტიკის მიხედვით, სერთიფიცირებულ პედაგოგთა რაოდე ნობა ყოველწლიურად იმატებს, რასაც უწყება წარმატებად მიიჩნევს.
ხელშეკრულებაში გაწერილია, რომ ტრენინგის გავლის შემდეგ მსურველები აიღებენ საჯარო მოხელის სერთიფიკატებს.
განმარტება: ევროპულ ენათა თანხმოვნების გადმოცემისას სა ერთაშორისო სიტყვებსა და საკუთარ სახელებში გასათვალისწი ნებელია, რომ ევროპული ენების t ასოს ქართულში შეესაბამება ტ, ხოლო th ჯგუფს – თ. შესაბამისად, სწორი ფორმაა სერტიფიკატი, სერტიფიცირებული.
წინადადებები ასე გასწორდება: ღონისძიების ფარგლებში სამინისტრო გეგმავს სამხედრო პი რების დაჯილდოებას შესაბამისი სერტიფიკატებით.
სერტიფიკატის ასაღებად მსურველს მოეთხოვება ინგლისური ენისა და კომპიუტერის ცოდნა.
სტატისტიკის მიხედვით, სერტიფიცირებულ პედაგოგთა რაო დენობა ყოველწლიურად იმატებს, რასაც უწყება წარმატებად მი იჩნევს.
ხელშეკრულებაში გაწერილია, რომ ტრენინგის გავლის შემდეგ მსურველები აიღებენ საჯარო მოხელის სერტიფიკატებს.
ლათინური qv ჯგუფის ქართულად გადმოცემის საკითხი:
ადექვატური/ადეკვატური; ექვივალენტური/ეკვივალენტური
სიტყვაში ლათინური qv ჯგუფის ქართულად გადმოცემისას წერენ და ამბობენ ქვ-ს, რაც არასწორია.
მცდარი ფორმები:
კომპანიის წევრებმა განაცხადეს, რომ კომისიის ყველა რეკო მენდაციას ადექვატური ზომები მოჰყვებოდა.
მოქალაქემ შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ თანხა მიიღო 1000 დოლარის ექვივალენტური ეროვნული ვალუტით.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტისათვის კენჭის საყრე ლად საჭირო ქვორუმი არ იყო და კენჭისყრა შემდეგი კვირისთვის გადაიდო.
განმარტება: ლათინური qv ქართულში გადმოდის კვ კომპ ლექსით: ადეკვატური, არაადეკვატური, ეკვივალენტური, კვორუმი, რეკვიემი, რეკვიზიტები, კვოტა…
შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი წინადადებები ასე გასწორდება: კომპანიის წევრებმა განაცხადეს, რომ კომისიის ყველა რეკომენ დაციას ადეკვატური ზომები მოჰყვებოდა.
მოქალაქემ შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ თანხა მიიღო 1000 დოლარის ეკვივალენტური ეროვნული ვალუტით.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტისათვის კენჭის საყრელად საჭირო კვორუმი არ იყო და კენჭისყრა შემდეგი კვირისთვის გადაიდო.
რეკომენდირებული/რეკომენდებული; პოლიტიზირებული/პოლიტიზებული; სტაბილიზირებული/სტაბილიზებული როგორც დოკუმენტებში, ისე ზეპირ მეტყველებაში ხშირია უცხო სიტყვათა არასწორად გამოყენების შემთხვევები.
მცდარი ფორმები:
ესაა ორი სია, რომელიც ითვალისწინებს, ერთი მხრივ, დაუშვებელ და, მეორე მხრივ, რეკომენდირებულ მოქმედებებს.
დოკუმენტში მკაფიოდაა მითითებული, რომ რეკომენდირებულია ამ საკითხზე საგანგებო მოკვლევა.
ეს საკითხი პოლიტიზირებულია და მათი საჩივარიც ამ მიზანს ემსახურება.
გამოიკვეთა, რომ პარტიები ცდილობენ ამ მოვლენის პოლი ტიზირებას, რაც ვერ აისახება კანონპროექტში.
საკითხის სტაბილიზირება მხოლოდ შესაბამის კანონს შეუძლია.
ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ამ სახით დარეგულირებული და სტაბილიზირებული შეთანხმება უკეთეს შედეგებს მოიტანს.
განმარტება: ზოგიერთ უცხო სიტყვასა თუ ტერმინში ვლინდება ქართულ-უცხოენოვანი იზება, ირება სუფიქსები. მათი შერწყმით მიიღება იზირება, რომლის გამოყენება გაუმართლებელია. ასეთი სიტყვებია: პოლიტიზირება, რეკომენდირება, სტაბილიზირება, მო ნოპოლიზირება, პრივატიზირება, იმუნიზირება…
მაშასადამე, მართებული ფორმები იქნება:
ესაა ორი სია, რომელიც ითვალისწინებს, ერთი მხრივ, დაუშვე ბელ და, მეორე მხრივ, რეკომენდებულ მოქმედებებს.
დოკუმენტში მკაფიოდაა მითითებული, რომ რეკომენდებულია ამ საკითხზე საგანგებო მოკვლევა.
ეს საკითხი პოლიტიზებულია და მათი საჩივარიც ამ მიზანს ემ სახურება.
გამოიკვეთა, რომ პარტიები ცდილობენ ამ მოვლენის პოლიტიზებას, რაც ვერ აისახება კანონპროექტში.
საკითხის სტაბილიზება მხოლოდ შესაბამის კანონს შეუძლია.
ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ამ სახით დარეგულირებული და სტაბილიზებული შეთანხმება უკეთეს შედეგებს მოიტანს.
დასასრულს/დასასრულ სიტყვების შერჩევა
მცდარი ფორმები:
დასასრულს, კიდევ ერთ საკითხზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება.
შეხვედრის დასასრულ სამინისტროს წარმომადგენლებმა განიხილეს, რა საშუალებითაა შესაძლებელი ამ პროექტის მიღება.
დასასრულს, მოკლედ შეჯამდება მუშაობის შედეგები.
განმარტება: დასასრულ/დასასრულს — ორივე ვარიანტი კა ნონზომიერია, ოღონდ სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა მნიშვ ნელობით: თუ ამ სიტყვას ვიხმართ ზოგადად მოქმედების დამთავრების მნიშვნელობით, მაშინ იგი ფუძის სახით, უბრუნვისნიშნოდ გამოიყენება და მძიმით გამოიყოფა: დასასრულ, შევაჯამოთ დღე ვანდელი სხდომა; დასასრულ, გვინდა წარმოგიდგინოთ… ხოლო თუ ამ სიტყვას ვიხმართ რაიმე ღონისძიების ბოლო ნაწილის მნიშვნელობით, მაშინ მიცემითი ბრუნვის ს ნიშანი დაემატება: სხდომის დასასრულს იგეგმება კონფერენციაც; ღონისძიების დასასრულს სიტყვით გამოვა კომპანიის დირექტორი…
შესაბამისად, წინადადებები ასე გასწორდება: დასასრულ, კიდევ ერთ საკითხზე გვინდა გავამახვილოთ ყუ რადღება.
შეხვედრის დასასრულს სამინისტროს წარმომადგენლებმა გა ნიხილეს, რა საშუალებითაა შესაძლებელი ამ პროექტის მიღება.
დასასრულ, მოკლედ შეჯამდება მუშაობის შედეგები.
ახლახანს/ახლახან
მცდარი ფორმები:
ახლახანს მომხდარი ეს ფაქტი კიდევ დიდხანს იქნება განხილვის საგანი.
წერილში აღნიშნულია, რომ ახლახანს მიღებული კანონის მი ხედვით იმოქმედებენ.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ახლახანს შესყიდული მაღალი ძაბვის კიდევ ერთი ელექტრობოძის დაყენება.
განმარტება: ახლახან ზმნიზედა არ იცვლება, ის ყოველგვარი დამატებითი ნიშნის გარეშე გამოიყენება.
შესაბამისად, წინადადებები ასე გასწორდება:
ახლახან მომხდარი ეს ფაქტი კიდევ დიდხანს იქნება განხილვის საგანი.
წერილში აღნიშნულია, რომ ახლახან მიღებული კანონის მი ხედვით იმოქმედებენ.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ახლახან შესყიდული მაღალი ძაბვის კიდევ ერთი ელექტრობოძის დაყენება.
ასევე იხილეთ:
წყარო: საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- როდესაც მოსწავლე სასწავლო წიგნებს სახლში ტოვებს – მიზეზები და რეკომენდაციები პრობლემის მოგვარებისთვის by განათლებული ბლოგი
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება