„ზოგად განათლებაში ორი გამოცდა იქნება შემოღებული“ – განათლების მინისტრის მოადგილე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, სკოლაში განმავითარებელი და მოსწავლის საშუალო განათლების შეფასებისთვის გამოცდებს შემოიღებენ.
ამის შესახებ მან დღეს, 10 ივნისს, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის წარდგენისას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ისაუბრა.
„ზოგადად, ეროვნული სასწავლო გეგმა გადანაწილებული იქნება ისე, რომ ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ იქნას დატვირთული უფრო მეტად, ვიდრე აქამდე იყო. უფრო გამარტივდება ეს ყველაფერი. ანუ რეალურად რაციონალურად იქნება განაწილებული ის ცოდნის მიღება ამ მოსწავლეში, რომელიც აქამდე ცხრა წელიწადში ხორციელდებოდა.
მინისტრის მოადგილის თქმით, დაემატება ის მნიშვნელოვანი სეგმენტები, რომლებიც მოსწავლის უნარების მეტად გასაძლიერებლად იქნება საჭირო.
„ეს ერთი დიდი რეფორმის ნაწილია და აქვე ვიტყვი, რომ მიდის მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ორ საფეხურზე – დაწყებითსა და საბაზოზე განმავითარებელი გამოცდები იქნება დადგენილი, ხოლო საატესტაციო გამოცდა, ანუ საშუალო განათლების ზოგადი გამოცდა, იქნება XII კლასში. ზოგად განათლებაში ეს ორი გამოცდა იქნება შემოღებული. აქ არის საუბარი საშუალო განათლების შეფასებასთან დაკავშირებით, ბოლო ეტაპია დარჩენილი, თუ რა ტიპის ტესტები უნდა იქნას შემუშავებული. აი, ამ ეტაპზე არის მისული და ესეც რომ იქნება მიღებული, ფაქტობრივად, ეს ნაწილი მთლიანად იქნება ჩამოყალიბებული. ტესტის უნარებზეა საუბარი, ეს იყოს განკუთვნილი მხოლოდ საატესტაციოდ, თუ დავუშვათ უმაღლესში ტრანზიციის თვალსაზრისით, ამ ტიპის ტესტზე მიდის მსჯელობა, ესეც დარეგულირდება და მთლიანი პაკეტი იქნება შემოთავაზებული“, – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა დღეს, 10 ივნისს კანონპროეტის წარდგენისას.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
ასევე იხილეთ:
-
2026 წლის საგრანტო გამოცდაზე როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები გავლენ – სავარაუდო ვადები დასახელდა
by ARIS.GE-განათლება
-
„უნდა გამოცხადდეს სტუდენტთა რეგისტრაცია სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად“ – დეტალები
by ARIS.GE-განათლება
-
როცა ცვლილება გაურკვევლობას ბადებს – ერთი პედაგოგის ხედვა
by განათლებული ბლოგი