აქტივობა მოსწავლეებისთვის – როგორ გამოვიყენოთ ჩვენი უფლებები ისე, რომ სხვები არ დავაზარალოთ
ავტორი: ნინო უჩავა – თბილისის 158-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
აქტივობა მოსწავლეებისთვის – თემა: როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი უფლებები ისე, რომ სხვები არ დავაზარალოთ.
1. აქტივობის დაწყება – მოსწავლეებს ვუყვებით, რომ ადამიანს უთხრეს, აეღო თავისი წილი, ერთი ნაჭერი ნამცხვარი. ის კი მოიქცა ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.
2. მსჯელობა – გამოათქმევინეთ მოსწავლეებს საკუთარი აზრი: რას ფიქრობენ სურათზე ნაჩვენებ ქმედებაზე? როგორ მოიქცა ეს ადამიანი? თვითონ როგორ მოიქცეოდნენ მსგავს სიტუაციაში? ხომ არ დაუნახავთ მსგავსი შემთხვევა ცხოვრებაში?
3. დასკვნა – სურათის განხილვის შემდეგ, ერთად მივდივართ დასკვნამდე: ადამიანმა თითქოს გამოიყენა თავისი უფლება – აიღო თავისი წილი ნამცხვარი, მაგრამ ამ ქმედებით სხვებზე მოახდინა გავლენა. მან გამოიყენა თავისი უფლება უსამართლოდ.
ამის შემდეგ მოსწავლეებს ვაკავშირებთ რეალურ ცხოვრებასთან – მოვაყვანინოთ მაგალითები, როცა ადამიანს თავისი უფლების გამოყენებისას სხვების უფლებები დაურღვევია. ავუხსნათ, რომ საკუთარი უფლებების განხორციელებისას, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ სხვების უფლებებიც.
დამატებითი აქტივობა – მოსწავლეებს შეგიძლიათ დააწერინოთ ანონიმური წერილები, სადაც აღწერენ, ყოფილან თუ არა მსგავს სიტუაციაში – როდესაც თვითონ ან სხვამ გამოიყენა უფლება ისე, რომ ვინმე დააზარალა.
ასევე იხილეთ:
სახიფათო ფრაზები მოსწავლისადმი და მათი ალტერნატივა – რა ვუთხრათ და რა არა
-
AIA-GESS-ში ბიოლოგიის კლუბმა მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე შემოქმედებითი აქტივობით აღნიშნა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები ოლიმპიადაში – GENIUS Olympiad მონაწილეობენ by სკოლა პოლიგლოტი
-
ცნობილია, საჯარო და კერძო სკოლების რამდენ მოსწავლეს შეუჩერდა ან შეუწყდა სტატუსი 2024-2025 წელს – საქსტატის მონაცემები by სკოლების ამბები