GE
16 თებერვალი, 2026 16:55

ცნობილია, საჯარო და კერძო სკოლების რამდენ მოსწავლეს შეუჩერდა ან შეუწყდა სტატუსი 2024-2025 წელს – საქსტატის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024-2025 სასწავლო წელს, საჯარო და კერძო სკოლების 7 067 მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა, 1 957 მოსწავლეს კი სტატუსი შეუწყდა.

7 067 სტატუსშეჩერებული მოსწავლიდან 5 629 საჯარო, ხოლო 1 438 კერძო სკოლაში სწავლობდა. 1 957 სტატუსშეწყვეტილი მოზარდიდან კი, საჯარო სკოლის მოსწავლე იყო 1 858, ხოლო კერძო სკოლის – 99.

რაც შეეხება სქესის მიხედვით განაწილებას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში:

  • სტატუსი შეუჩერდა 2 967 გოგოს, 4 100 ბიჭს;
  • სტატუსი შეუწყდა 694 გოგოს, 1 263 ბიჭს.

1-ელიდან მე-12 კლასის ჩათვლით მონაცემები კი ცხადყოფს, რომ საჯარო და კერძო სკოლებში სტატუსის შეჩერების ყველაზე მეტი – 998 შემთხვევა მე-10 კლასის მოსწავლეებში დაფიქსირდა. მათგან 362 გოგო, ხოლო 636 ბიჭი იყო.

რაც შეეხება, კლასების მიხედვით სტატუსშეწყვეტილთა სტატისტიკას, აქაც ანალოგიური სურათია – მოსწავლეებში, რომლებსაც 2024-2025 წელს სტატუსი შეუწყდათ, მე-10 კლასის მოსწავლეები ჭარბობენ. ასეთი მოსწავლეების რაოდენობა 994-ია, მათგან გოგო 307, ხოლო ბიჭი 687 იყო.

ასევე იხილეთ:

როგორია მოსწავლეთა რაოდენობა საფეხურების მიხედვით საჯარო და კერძო სკოლებში – ბოლო მონაცემები

ცნობილია, რამდენ გოგოს და ბიჭს შეუჩერდა ან შეუწყდა მოსწავლის სტატუსი 2023-2024 წელს და რომელი კლასი „ლიდერობს“

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა

schools.ge (ნ)